შენ მიმიხვდები

ჩემს პუსას ვუვლიდი.წითელთმიანი სულელი პეტია,მაგრამ მიყვარს.
-ნახე? წაიკითხე?
-რა? არაა..
-ჰოდა წაიკითხე!
ჰოდა წავიკითხე,მერე კიდევ წავიკითხე.თითქოს ჯერ არ მენახა და გუდაურის ფოტოები ხელახლა გადავათვალიერე.ცოტა შემრცხვა,გაბრაზებამ გამიარა და გული დამწყდა რომ ამ პოსტის პირველი მკითხველი არ ვიყავი.
ბოლო ხანებში ყველაფერს თვალით ვზომავ.რაღაცას ვადარებ,დიდ-პატარას ვარჩევ. ყველას ვეტოლები,მინდა ვიცოდე ვის დავეწიე და გავუსწარი სიმაღლეში.ხელის თითები ვის უფრო გრძელი აქვს.ვის რამდენი საყურე უკეთია,ვითვლი რამდენ კიბეს ავდივარ,როცა ავდივარ და კიდევ ბევრი სისულელე.ახლა რატომღაც ამ პოსტის ბწკარები დავთვალე:დაახლოებით 17. 100 სიტყვაც არაა.ჩემს ჩანაწერს გადავხედე..მეც მოკლე ჩანაწერი მქონია.თითქმის იგივე ზომის.წერის დროს იმ დღის ემოცია დავღვარე. ამას ყველა ვერ გაიგებს ვერ მიხვდება,შენ მიმიხვდები...ახლა ისე ვისიამოვნე,თითქოს მართლა მოვისმინე ბუხართან მოყოლილი ზღაპრები..
ისე რომ ზღაპრები შენზეა სოსო და ბუხართან მოყვები თუ გათოშილ საბაგიროზე,სულერთია..სულ საჭირო თემას ვეძებ დასახატად,დასაწერად და მუზების არქონას ვწუწუნებ.
ახლა მომეჩვენა რომ ჩემი ფოტოები და მე ვიყავი მუზა,პატარა,ან სულ პატარა,ერთიციდა,პაწაწკუნტელა,ცეროდენა,მაგრამ მუზაკუნა და ..
მეც მიყვარს ზამთარი-ზამთრული.და ყველა დრო მიყვარს თავის დროს..
შენ მიმიხვდები











კოსტას ქოხში როგორც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო.ცეცხლი მიმქრალიყო,მაგრამ თბილოდა.ნინო მღეროდა ქათამაძე,მერე პანჩო,მერე მეფე..გავთბით და გავლღვით..
საყვარელი საგანიც გამიჩნდა-ბიოლოგია მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალ არსებათა აგებულებას, ფუნქციებს, გავრცელებას, წარმოშობას, განვითარებას, კავშირს ერთმანეთთან და არაცოცხალ ბუნებასთან.
ძალიან საინტერესოა. აუცილებლად დამჭირდება მომავალ პროფესიაში .. 










რაჭა იყო ხასხასა მწვანე,უმეტესად ნისლიან-ბურუსიანი.მზე დღეგამოშვებით გვათბობდა და მიწას აშრობდა.ჰაერი სუფთა და გამჭვირვალე.მოტკბო და გემრიელი.(ნეტა შესაძლებელი იყოს თან წამოღება)
ჩვენი სახლი სოფლის ბოლოს დგას.მერე ტყე-მინდვრები იწყება.თუმცა ყოველ წელს ტყე მოდის და გვიახლოვდება და ტყესთან ერთად ტყეში მომრავლებული მგელი და დათვიც.ახლა სოკოს საკრეფადაც ვერავინ შედის ტყეში..
არ მახსოვს აგვისტოში ასე თბილად ჩაცმული სახლში მჯდარიყავი საათობით..



მე და ვაჟას ყველაზე მეტად მუსიკალური ორთაბრძოლის სცენა მოგვეწონა-თქვენ?
Le-parkour, parkour, პარკური-ეს არის დაბრკოლებათა რაციონალური დაფარვის და ქალაქში გადაადგილების ხელოვნება. აქ ადამიანი სძლევს ფიზიკურ დაბრკოლებებს (კედლებს, ღობეებს, სახლებს და ა. შ) თავისი სხეულის საშუალებით. ამასთანავე ის დაბრკოლებებს უმკლავდება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად (ეს ნიშნავს იმას რომ ის არ აკეთებს მოქმედებებს რომლებიც ართმევენ დიდ ენერგიას და დროს).


შედეგებს მოგვიანებით მოგახსენებთ..











