
ქ ს ო ვ ა ხელით ქსოვას დიდი ხნის ისტორია აქვს.
უძველესი დროიდან ქალი საკუთარი ხელით ართავდა ძაფს და ქსოვდა ტანსაცმელს. კარგა ხანია ხელი დაზგებმა და რთულმა მანქანებმა შეცვალეს.მანქანები ართავენ ძაფს, ქსოვენ ქსოვილებს. ალბათ დედამიწის ზურგს არაერთხელ დაფარავდა მანქანით ნაქსოვი ათასფერი ქსოვილი.
მაგრამ ჩვეულებრივი ძაფის გორგალი მაინც საოცრად იზიდავს ხელს. ძაფები, ათასი ჯურისა და ფერის-შალის, ბამბის...თეთრი, წითელი, ცისფერი, მწვანე, ყვითელი....რამდენი ლამაზი და მომხიბვლელი რამის მოქსოვა შეიძლება ამ ძაფებით.
ელავენ მოქნილ და გამჯრე თითებში ჩხირები.
ჩხირები -ხელით ქსოვის ძირითადი ხელსაწყო.ჩხირები ლითონის (ალუმინის, ფოლადის, სპილენძის და ა.შ.),ძვლის და მოხერხებული მჩატე, მკვრივი და გამძლე ხის ჩხირები.
დამხმარე ხელსაწყოდ ყაისნაღი ითვლება.
რა სასიამოვნოა, როცა უბრალო, უფორმო ძაფისაგან თანდათან იბადება სახე, სასურველ კონტურებს ღებულობს ნაქსოვი.სასიამოვნოა და გასახარი საკუთარი ხელით დამზადებული,
განსხვავებული, ორიგინალური და იშვიათი ნივთები.არც ერთ მანქანას არ შეუძლია მისცეს იმდენი სითბო, იმდენი მიმზიდველობა, ფერთა ისეთი ნაირ-ნაირობა ნაქსოვს, როგორც საკუთარ თითებს.
ჩხირთერაპია
ექიმები ქსოვას უწოდებენ ნამდვილ წამალს, რომელიც არეგულირებს ნერვული სისტემის მუშაობას, ხელს უწყობს განტვირთვას და დამშვიდებას მძიმე დღის შემდეგ. ქსოვისას ჩვენი ხელები ასრულებენ რიტმულ, მოზომილ მოძრაობებს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. გარდა ამისა ქსოვა არის შემოქმედებითი საქმე, თანაც მშვიდი და არა დამღლელი. ამგვარად ქსოვა არამარტო განაგდებს უსიამოვნო ფიქრებს, არამედ ხელს უწყობს კარგი განწყობის შექმნას. შრომის შედეგი - ლამაზი ნაქსოვი გვანიჭებს კმაყოფილებას.
ძაფის გორგალი კატუნიასთან რატომ ასოცირდება არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ ფისოებს უყვართ ძაფთან თამაში. ლამაზია ხომ...

ხელით ქსოვა ეს უძველესი პროფესია, რომელიც დღემდე წარმატებით და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ქსოვის ერთერთი ყველაზე საინტერესო და გამოყენებითი სახეობა, გობელენი. ქართული გობელენის ფენომენი... ეს გივი ყანდარელის გობელენებია, შედევრები, რომელთა მსგავსი არსად იქსოვება.















ქაუნთერ სტრაიკი-მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გავრცელებული კომპიუტერული თამაში. ჩემი ძმის ბოლო დროის ყველაზე დიდი გატაცება, რომელმაც, გამოგიტყდებით და არც მე დამტოვა გულგრილი. თამაშის მთელი ხიბლი იმაშია, რომ ამ თამაშს აქვს ონლაინში თამაშის ფუნქცია, ანუ შესაძლებელია ეთამაშო ნებისმიერ ნაცნობს ან უცხო ადამიანს.
თამაშში არის 2 კატეგორია. ტერორისტები და პოლიციელები, მეტსახელად მენტები.
ასევე არსებობს ტურები, რომლებშიც ბომბი არ იდება და გამარჯვება დამოკიდებულია მტრის განადგურებაზე.
მტრის განადგურებისას გემატება ფული, რომლითაც ახალ იარაღს შეიძენ.
არსებობს მოთამაშეთა რამდენიმე ტიპი: ლამერი, player, კემპერი, ჩეთერი.

ყველა ჭიანჭველის დედაა ოჯახში. მისი მთავარი ფუნქცია და მოვალეობა, მთავარი საქმიანობა კვერცხების დადებაა. აქ მატრიარქატია გამეფებული. ჭიანწველა დედა დედოფალა ოჯახის მამას, მამაჭიანჭველას ოჯახთან მიკარების უფლებას არ აძლევს. აქ ამ წესრიგს ჯარისკაცი ჭიანჭველები უზრუნველყოფენ. ზომით ყველაზე დიდ ჭიანჭველა ჯარისკაცებს შეუძლიათ მამა ჭიანჭველების მოკვლა და შეჭმა. ასე იცავენ ოჯახს და მის ღირსებას.
ოჯახის დიდი ნაწილი მუშაობითაა დაკავებული. ასრულებენ სხვადასხვა ხასიათის სამუშაოს. ერთ ნაწილს გაყავს საკმაოდ დიდი ზომის გვირაბები და აშენებს ფართო ბუდეებს. ოჯახის მეორე ნაწილი დაკავებულია საკვების მოპოვებით. ძირითადი საკვებია ფოთლების ტკბილი წვენი. მესამე ნაწილი ასუფთავებს საცხოვრებელს და დარაჯობს კვერცხებს.




















საერთოდ რომ ვეღარ გრძნობ, უზომო, საოცარი სიამოვნება იმის განცდით რომ ეს შენ შეგიძლია...
შემთხვევაში მე ასე მეჩვენება, სხვა ბევრიც არ მაქვს ნანახი და იქნებ იმიტომ, მაგრამ მგონია ვინც აქ, ღრუბლების ზევით მოექცევა, რამდენი წლისაც გინდა იყოს და რამდენიც ჰქონდეს ნანახი, იგივე ემოცია ექნება და თუ არ ექნება, მით უარესი მისთვის...
ეს ჩემი მეგობრები Freestyles Freeskierები ივა და სანდრო არიან გუდაურში. 






