ისევ მეწუწუნება. ისევ იმიტომ რომ,პერიოდულად მომინდება ხოლმე ვთქვა რა მაწუხებს,მაგრამ არ გამომდის და ჩემს ჩივილებს წუწუნად ნათლავენ.
ტირილიც მომინდება ხანდახან.ვტირი თანაგრძნობის იმედით,მაგრამ სადაა ეს თანაგრძნობა..უმეტეს შემთხვევაში დედა უსაფუძვლო წუწუნს ეძახის ჩემს ტირილს.სხვას ვიღას შევჩივლებ რამეს. ან რა აზრი აქვს,ვინ რას მიშველის..მგონი ავიწყდებათ უფროსებს რომ ოდესღაც ისინიც იყვნენ 12-ის.
ჰო, წუწუნზე ვამბობდი. ზოგსო კარგად აქვსო დაცდილიო.დაცდის ალბათ,თუ ჰყავს მსმენელი. მაგრამ თუ ასეთი არ არის, მაშინ ვის ვეწუწუნო?
ან წერას რა აზრი აქვს თუ არავინ წაიკითხავს?

ამ ბლოგებს ერთი ცუდი რამ ახასიათებს; თუ არ დაგიკომენტარეს, ვერც გაიგებ წაიკითხეს თუ არა. პირად საუბრებშიც შეიძლება აზრის გაზიარება, მაგრამ ყოველთვის ესეც არ ხერხდება.

ერთხელ ვხუმრობდით, წუწუნების სია შევადგინოთო. სია დაუსრულებელი იქნებოდა..
მაგრამ მე მართლა მაქვს საწუწუნო მიზეზები.
რატომღაც ყველას, სახლში, სკოლაში, სამხატვროში მოსწონთ და აწყობთ რომ ვიყო მოზრდილი, მქონდეს პასუხისმგებლობა,დამოუკიდებლად ვაკეთო საქმე და ვაკეთო კარგად. როგორც კი საქმე პირიქითა მოთხოვნებზე მივა, ჯერ პატარა ხარო მომაძახებენ და აკრძალვების ნუსხაც მზად არის.

პეპელა ხომ არ ვარ - ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები! რა ქნას პეპელამ?!
ეს უსამართლობაა..
დიდებსო დიდი პრობლემები აქვთო. მეც ჩემი პრობლემები დიდად მეჩვენება..
ჩემს კლასელებს და საერთოდ თანატოლებს, მოსწონთ რომ ისეთი ვარ, როგორც ისინი, ვარ და იმიტომ.
ცოტა უფროსებს (15-16 წლისებს ) მოსწონთ, რომ მათი მესმის და მეგობრობა შემიძლია.

ძალიან უფროსებს (20<) ხან ძალიან მოვწონვარ, ხანაც საერთოდ იგნორირებას მიკეთებენ. იგნორირებაზე გამახსენდა. შეიძლება მოიკითხო ერთხელ,ორჯერ ,სამჯერ.... პასუხი კი ერთხელაც არ მიიღო?! მეგობარი ჰქვია!!

სიყვარული და მეგობრობა ერთმანეთის გამოძახილია, იმდენს იძლევიან რამდენსაც იღებენო - სიბრძნის წიგნში ამოვიკითხე. ანგარებიანი გამოდის ეს მეგობრობა.თუ ასე არ არის, მაშინ გული გწყდება  და ივიწყებ რომ გიყვარს?

არ სცალია? ორი სიტყვის მოწერას არც ისე ბევრი დრო უნდა. მერე რა რომ უმცროსი ვარ. უფრო უფროსების მკითხულობენ.
გულს მტკენს ზერელე, ვითომ-ვითომ დამოკიდებულება.
არც არასერიოზული დამოკიდებულება არ მომწონს. როცა არაფერი აქვთ სათქმელი და -რა საყვარელია -თი მამკობენ. ადრე მომწონდა . ახლა მაღიზიანებს. სულაც არ არის ჩემი ბრალი ვინმეს თუ არაფერი აქვს სათქმელი. ამ სიტყვით კი ყველას ერთნაირად ეფერებიან..

კომპთან ჯდომის დრო ყოველთვის შეზღუდული მაქვს. აი, ახლაც მერამდენედ მესმის-გამოთიშე, ადექი!
მერე რა რომ ხვალ ოთხშაბათია, მერე რა რომ დილით ადრე უნდა ავდგე, ახლა სულაც არ მინდა ძილი. ნეტა როდის იქნება, ჩემს ნებაზე გავიღვიძო და დავიძინო? ჩავიცვა როგორც მინდა.წავიდე ვისთანაც მინდა და იქ სადაც მინდა.ვნახო რაც მაინტერესებს და ვაკეთო არა ის რასაც მირჩევენ,არამედ ის რასაც მე ვთვლი ჩემთვის საინტერესოს და სასურველს..როდის?!როდის?!

ზაფხულამდე სულ ცოტა დარჩა, არდადეგებამდეც, ზაფხულის გატარება კი თბილისში მომიწევს, თანაც დედის გარეშე. როგორ არ ვიწუწუნო...         

მეწუწუნებააააააააააააააააააა



  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS
რობერტ რიპლი-ცხოვრებისეული საოცრებათა მხატვარი.     

თურმე იყო დრო, როცა წიგნი საუკეთესო საჩუქრად ითვლებოდა. ახლა იშვიათად გვიხარია საჩუქრად წიგნი. მაგრამ გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ისეთი წიგნი გვაჩუქეს, წიგნის უნახავს გაგხდით. აგერ ერთი კვირაა მასთან ვიძინებ და ვიღვიძებ. ვათვალიერებ, ვათვალიერებ. ვკითხულობ, სხვებსაც ვუკითხავ ალაგ-ალაგ და არ მყოფნის.
ამისთანა რა წიგნიაო იკითხავთ.
ეს რობერტ რიპლის   იდუმალი სამყარა                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 

     XX საუკუნის დასაწყისში მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში 30 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ისმენდა რობერტ რიპლის საოცარ ამბებს.მისი ნახატების სერია-" გინდ დაიჯერე ,გინდ არა!"-ასახავდა უამრავ ძნელად დასაჯერებელ, მაგრამ რეალურად არსებულ საოცარ მოვლენას.რიპლიმ მსოფლიოს საკვირველებათა ძიებაში დედამიწის გარშემო 201 ქვეყანა მოიარა და "გადაჩხრიკა".

1920-1949 წლებში რიპლიმ 50-ჯერ იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო და "თანამედროვე მარკო პოლოს" სახელი დაიმკვიდრა.მოგზაურობისას აგროვებდა მასალებს და ხატავდა ილუსტრაციებს მომავალი წიგნებისთვის.

1930-40 წწ-ში მისი წიგნების სერია-"გინდ დაიჯერე,გინდ არა!" ყველაზე პოპულარული ყოფილა მაშინდელ მსოფლიოში და რიპლი,როგორც მხატვარი, მწერალი, მკვლევარი, რადიოს მეპატრონე, ტელე და კინო სახე, უფრო პოპულარული იყო, ვიდრე ამერიკის პრეზიდენტი.

ქართულად წიგნი გამოსცა ელფის გამომცემლობამ,ლამაზად დასურათებული,თვალსაჩინოებებით სავსე. სწორედ ისეთი,როგორც ამას ავტორი აკეთებდა.თუმცა ამის შესახებ მოყოლა შეუძლებელია,ეს უნდა ნახოთ.

მაგალითად,ავსტრალიაზე რიპლი ასე წერს:გულწრფელად შემიძლია გითხრათ ,რომ არ არსებობს უფრო საინტერესო ქვეანა,ვიდრე ავსტრალია და ახალი ზელანდიაა.
ძნელად თუ დამიჯერებთ, როდესაც გეტყვით, რომ  მე ნამდვილად ვნახე ტბები მთის წვერზე, მდინარეები მიწის ქვეშ და არა ზევით, ხეები, რომლებიც "ახრჩობენ" ერთმანეთს და "კლავენ".
ავსტრალიაში შავი ფერის გედებიჰყავთ, ხოლო არწივები ტეტრი,ხე იძირება,ბალაზი 4,6 მ.სიმაღლემდე იზრდება, ჩრდილოეთის ქარი თბილია, ხოლო სამხრეთის-ცივი,მსხალს სქელი დაბოლოება ყუნწთან აქვს და ბალს  კურკა გარედან ეზრდება. ჩიტებს ფრთები არა აქვთ, ძაღლებს ყეფა არ შეუძლიუათ, კიბოებს ფეხაბზე ბალანი აქვთ,მდინარეები ზღვის ნაცვლად, ხმელეთისკენ მიედინებიან და მათი უდიდესი ტბა, ეირი, რომელშიც  5  მდინარე ჩაედინება, მაინც მარილიანია!

ეს ყველაფერი ახლა თითქოს არც ისე საოცარია ჩვენთვის, მაგრამ თითქმის 100 წლის წინ ეს ამბები მთელ მსოფლიოს აოცებდა.მეც გასული საუკუნის 30იანი წლების ადამიანივით ჩავკირკიტებ ამ წიგნს და ვივიწყებ რომ არსებობს ტელევიზია და ინტერნეტი და რომ ამჟამად ასეთი საოცრებები უბრალოდ არ არსებობს.


აი კიდევ, ერთ ამბავს ყვება: მუმიფიცირებული თავები.

ეს ხდებოდა პერუში,ჯივაროსების მიწაზე.

1. მაშინვე, როგორც კი ჯივარო მოკლავს თავის მთერს,თავს მოაჭრის მას და წაიღებს უსაფრთხო ადგილზე,სადაც იწყებს რიტუალის ჩატარებას.ააჭრის სკალპს თავის კონტროხიდან კეფამდე.
2.გადაჭიმავს კანს ხის დაფაზე და რამდენიმე საათით ჩააგდებს ცხელ წყალში, რომელიც იწვევს მის ოდნავ შეკუმშვას.
3.შემდეგ ვაზისგან დამზადებულ რგოლს ამაგრებს კისრის ხვრელში, საიდანაც ცხელ ქვებს ცალობით ყრის თავის Qალაში.
4. ეს არის ჯადოსნური წეს-ჩვეულება.თავის გახმობა და დაპატარავება იწყება მისი ცხელი ქვიშით ამოვსებითადა მუდმივი რხევით, როდესაც ქვიშა გაცივდება,მას ისევ აცხელებენ,კვლავ თავში ათავსებენ და ყოველ ჯერზე დანით აშორებენ ცხელი ქვიშისაგან დამწვარ ქსოვილებს.
5. თანდათანობით,როდესაც თავი შავდება და პატარავდება,ინდიენი სახის ნაკვთებს თავისი ხელით ამუშავებს.ისეთ ფორმას აძლევს,რომ მას თავისი ბუნებრივი შესახედაობა უბრუნდება და ამ ბუნებრივ გამომეტყველებასმაშინაც ინარჩუნებს,როდესაცზომაში რამდენჟერმე პატარავდება.
ზოგჯერ ჯივაროსები ადამიანის მთლიან სხეულს აპატარავებდნენ და მუმიფიაცირებას უკეთებდნენ. ასეთი ორია ნიუ-იორკის მუზეუმში.ერთ-ერთი მათგანია თეთრკანიანი ესპანელი ოფიცერი.უიღბლო მოხუცი "დამპყრობელი",კაცს,რომელიც ჯივაროსმა დაიჭირა და 175 სმ სიმაღლის ცოცხალი ადამიანი 78 სმ სიმაღლის მუმიად აქცია.

მუმიფიცირებული  "თავებს" ტურისტები სუვენირებად ყიდულობდნენ  და კარგ საფასურს იხდიდნენ.

ჩემი განცდებით თავი რომ არ შეგაწყინოთ, აქ შევჩერდები...

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS