
თურმე იყო დრო, როცა წიგნი საუკეთესო საჩუქრად ითვლებოდა. ახლა იშვიათად გვიხარია საჩუქრად წიგნი. მაგრამ გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ისეთი წიგნი გვაჩუქეს, წიგნის უნახავს გაგხდით. აგერ ერთი კვირაა მასთან ვიძინებ და ვიღვიძებ. ვათვალიერებ, ვათვალიერებ. ვკითხულობ, სხვებსაც ვუკითხავ ალაგ-ალაგ და არ მყოფნის.
ამისთანა რა წიგნიაო იკითხავთ.
ეს რობერტ რიპლის იდუმალი სამყაროა

1930-40 წწ-ში მისი წიგნების სერია-"გინდ დაიჯერე,გინდ არა!" ყველაზე პოპულარული ყოფილა მაშინდელ მსოფლიოში და რიპლი,როგორც მხატვარი, მწერალი, მკვლევარი, რადიოს მეპატრონე, ტელე და კინო სახე, უფრო პოპულარული იყო, ვიდრე ამერიკის პრეზიდენტი.
ქართულად წიგნი გამოსცა ელფის გამომცემლობამ,ლამაზად დასურათებული,თვალსაჩინოებებით სავსე. სწორედ ისეთი,როგორც ამას ავტორი აკეთებდა.თუმცა ამის შესახებ მოყოლა შეუძლებელია,ეს უნდა ნახოთ.
ძნელად თუ დამიჯერებთ, როდესაც გეტყვით, რომ მე ნამდვილად ვნახე ტბები მთის წვერზე, მდინარეები მიწის ქვეშ და არა ზევით, ხეები, რომლებიც "ახრჩობენ" ერთმანეთს და "კლავენ".
ავსტრალიაში შავი ფერის გედებიჰყავთ, ხოლო არწივები ტეტრი,ხე იძირება,ბალაზი 4,6 მ.სიმაღლემდე იზრდება, ჩრდილოეთის ქარი თბილია, ხოლო სამხრეთის-ცივი,მსხალს სქელი დაბოლოება ყუნწთან აქვს და ბალს კურკა გარედან ეზრდება. ჩიტებს ფრთები არა აქვთ, ძაღლებს ყეფა არ შეუძლიუათ, კიბოებს ფეხაბზე ბალანი აქვთ,მდინარეები ზღვის ნაცვლად, ხმელეთისკენ მიედინებიან და მათი უდიდესი ტბა, ეირი, რომელშიც 5 მდინარე ჩაედინება, მაინც მარილიანია!
აი კიდევ, ერთ ამბავს ყვება: მუმიფიცირებული თავები.
ეს ხდებოდა პერუში,ჯივაროსების მიწაზე.
2.გადაჭიმავს კანს ხის დაფაზე და რამდენიმე საათით ჩააგდებს ცხელ წყალში, რომელიც იწვევს მის ოდნავ შეკუმშვას.
3.შემდეგ ვაზისგან დამზადებულ რგოლს ამაგრებს კისრის ხვრელში, საიდანაც ცხელ ქვებს ცალობით ყრის თავის Qალაში.
4. ეს არის ჯადოსნური წეს-ჩვეულება.თავის გახმობა და დაპატარავება იწყება მისი ცხელი ქვიშით ამოვსებითადა მუდმივი რხევით, როდესაც ქვიშა გაცივდება,მას ისევ აცხელებენ,კვლავ თავში ათავსებენ და ყოველ ჯერზე დანით აშორებენ ცხელი ქვიშისაგან დამწვარ ქსოვილებს.
5. თანდათანობით,როდესაც თავი შავდება და პატარავდება,ინდიენი სახის ნაკვთებს თავისი ხელით ამუშავებს.ისეთ ფორმას აძლევს,რომ მას თავისი ბუნებრივი შესახედაობა უბრუნდება და ამ ბუნებრივ გამომეტყველებასმაშინაც ინარჩუნებს,როდესაცზომაში რამდენჟერმე პატარავდება.

მუმიფიცირებული "თავებს" ტურისტები სუვენირებად ყიდულობდნენ და კარგ საფასურს იხდიდნენ.
ჩემი განცდებით თავი რომ არ შეგაწყინოთ, აქ შევჩერდები...
15/5/09 12:25
sofiiiii,gaxsovs varchevdit wigni jobia tu kompio.yvelam kompi varchiet.xandaxan wignic kargi yofilaaaa.
magariaaaaaaa,momewonaaaa
Mariiiiiiiiii :D:D:D
17/5/09 19:10
სოფო,ნახატებიანი წიგნები მოგწონს ხოომ? :D :D :D
ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი მაშინდელი ადამიანის თვალით თუ შეხედავ.
მომეწონა,კარგია :)
1/6/10 17:20
turme mxolod XANDAXAN yofila wigni kargi.. : )) mxolod XANDAXAN tu sjobs is kompiuters.. : )))