ზუზუ

წელიწადზე მეტხანს გვყავდა, სიმბოლურად გასული ვირთხის წელიწადისთვის მოვიყვანეთ. პაწაწუნა იყო, საყვარელი. როგორ გაიზარდა.. როგორ გვიყვარდა, როგორ ვეფერებოდით,
ვკვებავდით, ვიტამინებს არ ვაკლებდით, ვაბანავებდით, ვუსუფთავებდით საცხოვრებელს, ვაჟამ სკოლაშიც კი წაიყვანა, ბიოლოგიის გაკვეთილს დაასწრო.
გვცნობდა, ჩვენს ხმაზე მოიხედავდა ხოლმე, ყოველ გაფაჩუნებაზე უკანა თათებზე დადგებოდა და ულვაშების ცმაცუნით გვათვალიერებდა...

დედამ თქვა საკუთარი შვილები რომ ისუსნავა, ალბათ ვერ მოინელაო..
ჰო, უჯიშო კი ყოფილა, საკუთარი შვილები როგორ შეჭამა, მაგრამ მარტო ეგ კი არ იყო გამონაკლისი,
ასე სცოდნიათ ამ უწყინარ მღრღნელებს, და თანაც, მაინც ხომ გვიყვარდა ძალიან..დავიტირეთ...გავახვიეთ და უკანა ეზოში ვარდის ძირში დავმარხეთ,წარწერიანი ქვა დავადეთ.დაემთხვა და თაგვის წელიწადს გაჰყვა..
უხსოვარი
დროიდან ურთიერთობს ადამიანი ცხოველთა სამყაროსთან, ზოგი მოიშინაურა, ზოგზე დღემდე ნადირობს...
გულგრილი მათ მიმართ მხატვრებიც არ დარჩენილან მცირე გალერეა 
ნიკოლაი სვერჩკოვის მგელზე ნადირობა




ეს ნიკო ფიროსმანია
დათვი ორ ბელთან
მეაქლემე
ბიჭი ვირზე
სამი ირემი წყაროსთან 
ლომი და მზე











ოცნებობდა ფრთებზე და შექმნასაც ეცადა მაგრამ შორს ვერ გაფრინდა.. ალბათ ფრენის სურვილით ეუფლებიან მფრინავები პროფესიას, თუმცა შემდეგ განსაზღვრული რეისებით ფრენა უწევთ..
ან უტყვ ფრინველებს, მაგრამ ხანდახან რომ შეიძლებოდეს მათ სხეულში მოქცევა... სასაცილო ოცნებაა.. შერეკილებიც ოცნებობდნენ...
გული.. 

ლიოტარდის მეშოკოლადე ქალი.(ცხელი შოკოლადი ცივი წყლით)


ჩემი მოკლე თმა ყველას მოეწონა. მიყვარს მრავალფეროვნება და როცა საინტერესო არაფერი ხდება, თმას მივადგები ხოლმე. არ არის ძნელი სიახლე, როცა საკუთარი "სტილისტი" გყავს. აი, კიკინა კი ბევრს დაენანა.. მოვიჭერი, მაგრამ გადასაგდებად ვერ გავიმეტე. როცა მომინდება მივიმაგრებ და ....
გასული სემესტრის ნამუშევრების ნაწილი გამომატანეს. მალე შემაჯამებელი კრება იქნება. შეფასებები მკაცრია. ვღელავ, როგორც ყოველთვის... მცირე გალერეა ეს ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე პიერ ოგიუსტ რენუარია, მიყვარს მისი ყვავილები და გოგონები
უჩა ჯაფარიძის გლეხები

სათხილამურო ტრასებს და ცხადში ველოდები იმ დღეს, მთას რომ მივაშურებთ...
მიყვარს. მყუდრო და თბილი, არაჩვეულებრივი აურა, სუსნაობაც მიყვარს, მე ცხელი შოკოლადით მიმასპინძლდებიან, უფროსები კი თბილ გლინტვეინს მიირთმევენ, იმედია წელს მეც მერგება, თუნდაც რამდენიმე ყლუპი, ხომ დამპირდა დედა, პირობას ყოველთვის ასრულებს, ჰოდა... 
.jpg)


მუზაც განსხვავებული მოდის და ხატვის სურვილიც ჩნდება. 
პოსტიმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, წარუმატებელი, სიცოცხლეში რომ მხოლოდ ერთი სურათი გაყიდა,რას წარმოიდგენდა ,თუ მისი მზესუმზირები მილიონებად შეფასდებოდა..
ნატურმორტებს სოკოებით და იასამნებით შედევრობის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ,მაგრამ მე მომწონს

