ახალი  2010  


გასულ წელს ჩემი ერქვა, მხოლოდ იმიტომ რომ ხარის წლად იწოდებოდა და ამ წელს 12ის გავხდი.
საშინელი წელი იყო და როგორც იქნა დასასრულს მიუახლოვდა.

საშინელი, მაგრამ არა უშედეგო.. ამ წელს ბევრი რამ მოხდა და ბევრი ვისწავლე. მწუხარება ვისწავლე. ახლა ვიცი რომ სიცოცხლე ბედნიერებაა და უაზრო წუწუნი არ არის კარგი,უბრალოდ არაფერი მოაქვს..  ახალი ადამიანები გავიცანი. ახალი მასწავლებლები სამხატვრო სკოლაში და სკოლაშიც. საყვარელი საგანიც გამიჩნდა-ბიოლოგია  მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალ არსებათა აგებულებას,  ფუნქციებს,  გავრცელებას,  წარმოშობას, განვითარებას, კავშირს ერთმანეთთან და არაცოცხალ ბუნებასთან.  ძალიან საინტერესოა.  აუცილებლად დამჭირდება მომავალ პროფესიაში .. 

 მომავალი პროფესია მხატვრობასთან იქნება კავშირში. ზუსტად ვიცი.  დიზაინერის საქმიანობა მომწონს ძალიან. მომწონს ყველაფერი, რაც ტექნიკურ ესთეტიკასთანაა დაკავშირებული.

ილუზიები არ მაქვს. ვიცი ბევრი სწავლა, შრომა და ფულია საჭირო,ამიტომ ოცნებებზე არაფერს დავწერ...


ნეტა რას მოგვიტანს ახალი 2010 წელი?  იქნებ მანაც გაგვიღიმოს როგორც ეს ვეფხვები საყვარელი ნახატი ფილმიდან
                                                                                                                                                                                              smileys                                

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS

წმიდა სოფიო




წმიდა მოწამენი: პისტი, ელპიდი და აღაპი და დედა მათი სოფიო (+დაახლ. 137)
17 (30) სექტემბერი

კეთილმსახური ქვრივი, წმიდა სოფიო იტალიაში ცხოვრობდა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით ზრდიდა თავის ასულებს, რომელთაც სამი ქრისტიანული სათნოების მიხედვით პისტი (რწმენა), ელპიდი (სასოება) და აღაპი (სიყვარული) დაარქვა. იმპერატორ ადრიანეს (+117-138) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას დედა და შვილები მტკიცედ იცავდნენ თავიანთ სარწმუნოებას და მას დაუფარავად აღიარებდნენ ყველას წინაშე. ქალაქის თავმა ანტიოქოსმა ამის შესახებ უღმრთო თვითმპყრობელს აუწყა, მან კი, პირუტყვული გულისწყრომით აღსავსემ, ბრძანა, დაუყოვნებლად რომში ჩაეყვანათ აღმსარებლები. ქრისტეს სასძლოები სიხარულით აღივსნენ, მადლობა შესწირეს უფალს და შესთხოვეს, სატანჯველთა დათმენის ძალა მიემადლებინა მათთვის. როცა წმიდანები იმპერატორის წინაშე წარდგნენ, ყველა გააოგნა მათმა სიმშვიდემ: გეგონებოდათ, საწამებლად კი არა, ბრწყინვალე დღესასწაულზე მოუხმიათო. ადრიანემ არტემიდეს კერპის თაყვანისცემა მოსთხოვა მარტვილებს. სოფიომ ყველას მაგივრად მიუგო: მისთვის მოვსულვართ „აქა ჰრომედ, რაჲთა სარწმუნოებაჲ ჩუენი დავიცვათ, ვიდრე სიკუდილადმდე“. უსჯულომ სამი დღე მისცა მათ საბოლოო პასუხის მოსაფიქრებლად, შემდეგ კი ასულები ცალკე გაიხმო, პირფერობით მოუწოდა გამზრდელი დედის სიბრალულისკენ და უწინდელი მოთხოვნა გაუმეორა. გოგონებმა მტკიცედ მიუგეს: „რაჲ უტკბილეს არს ქრისტეანისა, ვითარ ვნებაჲ ქრისტესთჳს!“ ამის შემდეგ მტარვალმა დები ურთიერთს დააშორა - იმედოვნებდა, რომ ასე მაინც მოაუძლურებდა ნეტარებს, მაგრამ ვერაფერს გახდა. პირველად უფროსი - თორმეტი წლის პისტი ეწამა. უსჯულოებმა მას სამოსელი შემოაძარცვეს, ხელები ზურგს უკან შეუკრეს და სასტიკად გვემეს, შემდეგ მკერდი მოაჭრეს. ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა, მაგრამ ამ სასწაულმა გონს ვერ მოიყვანა „მძლავრი იგი“ - ბრძანა, გახურებული კეცებით მოეწვათ წყლულები; პისტი ცეცხლზე შემოდგმულ, ფისითა და ქონით სავსე ტაფაზე დააყენეს, მაგრამ ალს სიმხურვალე დაეკარგა და ქრისტეს სასძლოს არაფერი დაშავებია. ბოლოს მას თავის მოკვეთა გადაუწყვიტეს. შემდეგ შუათანა - ათი წლის ელპიდე აწამეს. ისიც ტანსაცმელშემოძარცული გვემეს გამხმარი ძარღვებით და ცეცხლში ჩააგდეს; უვნებლად გადარჩენილი, ძელზე დაკიდეს და რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს, შემდეგ - ადუღებული ფისით სავსე ქვაბში ჩააყენეს, მაგრამ ქვაბი ცვილივით გალღვა, მდუღარე დაითხია, შემოკრებილთაგან მრავალი დაწვა, წმიდა მოწამე კი გადარჩა. ბოლოს ისიც მახვილით მოაკვდინეს. ამის შემდეგ ჯერი ნაბოლარაზე, ცხრა წლის აღაპიზე მიდგა. იგი ისე სასტიკად გვემეს, რომ „ასოთა იგი შეგდმულებაჲ დაიჴსნებოდა თჳსისა შენაწევრებისაგან.ნაწამებს უღმრთო მსაჯულმა აღუთქვა, თუ სიტყვით მაინც აღიარებ, რომ „დიდ არს არტემი“, ცეცხლში დაწვას გადაურჩებიო. გოგონა კი არც ჯალათებს დაელოდა, არც მტარვალის ბრძანებას - „ესრეთ წადიერად შევიდა და დადგა შორის საჴუმილსა მას“. ყრმა უფლის ანგელოზებმა დაიცვეს დაწვისგან. გააფთრებულმა წარმართებმა „რკინითა საჴურეტელითა შეშისაჲთა“ ბარძაყები დაუხვრიტეს ნეტარს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს. სოფიოს ყველაზე სასტიკი წამება ხვდა წილად - საკუთარი თვალებით უმზერდა შვილების ტანჯვას, მაგრამ „არარაჲ შეემთხუეოდა სულმოკლებისა და დედობრივისა მოშიშებისაჲ“. საკვირველ ასულთა საკვირველი დედა სიტყვითა და ლოცვით განაძლიერებდა მარტვილებს, შემდეგ კი ლუსკუმაში ჩაასვენა მათი ცხედრები, ურმით წაასვენა მშობლიურ ქალაქში და თავის მიერვე აგებულ საყდარში დაფლა. სამი დღე არ განშორებია ნეტარი წმიდა საფლავებს, შემდეგ კი მისი სულიც შეივედრა უფალმა (+დაახლ. 137).
  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS
  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS

იყო და არა იყო რა

ასე იწყება ქართული ზღაპრები..იწყება და აქვე მთავრდება,რადგან თურმე არა იყო რა.

წვიმიანი კვირა დილა გათენდა.გამოდარებას ველოდი და ტელეფონით საზარელი ამბავი შეგვატყობინეს.
ახლა ვიცი რა არის უბედურება.თურმე რა ადვილად მოდის,და განადგურებს.
რა ახლოსაა თურმე სიკვდილი,ასე ხელშესახები,დაუნდობელი..

ოქტომბერში 3 წლის გახდებოდა.აწი გარდაცვალების დღე უნდა ავუღნიშნოთ.

ღიმილიანი გადაფრინდა მე8 სართულიდან და დაუზიანებელი სხეულით, უცოდველი სულით მიებარა უფალს.

ცელქი და მოუსვენარი,ენატიკტიკა.უამრავი შეკითხვა ჰქონდა, არ მოგეშვებოდა სანამ პასუხს არ მიიღებდა.
რაჭიდან წამოსვლა არ უნდოდა,კარგიაო აქო,არც წვიმა ადარდებდა,არც სიცივე.ყველას ღიმილს ჩუქნიდა..დედა მოენატრებოდა და ჩამეხუტებოდა..დედა ჩამოუვიდა და მასზე ბედნიერი ქვეყანაზე არავინ იყო..დედასთან იძინებდა და უყვებოდა ტყუილ მართალს..პრანჭიკელა ჭინკა,აგიჟებდა ისედაც გადარეულ ბაბუს..


და აი აღარ არის..

რა მძიმეა უნუგეშოდ დარჩენილი 21 წლის უბედური დედის ტირილის მოსმენა..

რა ძნელია თათიაზე წარსულში ლაპარაკი..რა ძნელია დაჯერება რომ აღარ არის და ვერასოდეს ჩავეხუტები..












იყო და,რა ცოტა ხანს იყო..მას გაჰყვა ბავშვობა და მხიარულება..

წვიმიანი დილა გათენდა დღესაც,თითქოს ცაც დასტიროდა პატარას

იყო და არა იყო რა
  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS

ვისაც ვუყვარვარ, მომყევით

ცივი,წვიმიანი და ულაზათო ზაფხულიც გავიდა..
დამთავრდა არდადეგები..

ახალი სასწავლო წელი კარს მოგვადგა..

       

განწყობა-მინდა ბევრი ვიცოდე,ბევრი ვნახო და საერთოდ აქტიური ცხოვრება მინდა..

              

"საბრძოლო მზადყოფნაში ვარ" და საკუთარ სიზარმაცესთან შეტევაზე გადასვლას ვაპირებ! ყოველ შემთხვევაში ახლა განწყობა ასეთი მაქვს..

მთელი ერთი ზაფხულით გავიზარდე!რაჭა იყო ხასხასა მწვანე,უმეტესად ნისლიან-ბურუსიანი.მზე დღეგამოშვებით გვათბობდა და მიწას აშრობდა.ჰაერი სუფთა და გამჭვირვალე.მოტკბო და გემრიელი.(ნეტა შესაძლებელი იყოს თან წამოღება)ჩვენი სახლი სოფლის ბოლოს დგას.მერე ტყე-მინდვრები იწყება.თუმცა ყოველ წელს ტყე მოდის და გვიახლოვდება და ტყესთან ერთად ტყეში მომრავლებული მგელი და დათვიც.ახლა სოკოს საკრეფადაც ვერავინ შედის ტყეში..

ულამაზესი ტყიანი მთები ჩამობურულიც კი რომანტიული,მშვიდად გარინდული..არ მახსოვს აგვისტოში ასე თბილად ჩაცმული სახლში მჯდარიყავი საათობით..

ასეთ დღეებში წასაკითხად თუ დაწერა შექსპირმა ტრაგედიები.ჰოდა ,მეც (როცა პატარები საშუალებას მაძლევდნენ ) ვიჯექი და ვკითხულობდი.მართალია ქართულად (იმიტომ,რომ ინგლისურის ცოდნა არ მყოფნის დედანში წასაკითხად),თუმცა არც ქართულადაა მარტივი..ახლა ვუყურებ ფილმებს და სპექტაკლებს წაკითხულის უკეთ გასაგებად.თანაც ყოველთვის მაინტერესებს სხვისი თვალით დანახული იგივე,რაც ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის..

წერა-კითხვას გადაჩვეულხარო,დედამ მისაყვედურა.რაღაც უაზრო ზაფხული მოვიტოვე უკან.მაგრამ მგონია,რომ ავინაზღაურებ დაკარგულს და მეტსაც მოვახერხებ...
ასე რომ..

"ვისაც ვუყვარვარ,მომყევით"
  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS

All i want for christmas is....

რა დროს შობააო იტყვით...ეს ვაჟას ჩაწერილი საშობაო სიმღერა 2008 წლის აგვისტოს ომს მახსენებს.გარშემო შეწუხებულ და შეშფოთებულ სახეეებს და შემდეგ დედას ცრემლიან სიცილს.ასე პირველად ვიცინეო თქვა.მერე კარგა ხანს ვხალისობდით ვაჟას ხუმრობაზე.იხალისეთ თქვენც..

.smiles

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS

Plants Vs. Zombies







http://files.ge/file/425299/MAXIMKOPC-Plants-vs--Zombies-1-0-0-1051-rar.html

Plants.vs.Zombies  ძალიან მხიარული კომპიუტერული თამაშია.მაიკლ ჯექსონი და მისი რაზმიც მონაწილეობს.ხვალ მიაბარებენ ალბათ მიწას.ჰოდა გამახსენდა


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS

რაჭა

           


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS
დღეს ვან გოგის ნახატების თვალიერების ხასიათზე დავდექი.თქვენც ისიამოვნეთ  


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS

ლეგენდა პიანისტზე.

ფილმი წუხელის ვნახე და ისე მომეწონა,რომ დღეს ალალგ-ალაგ გადავხედე.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ათასწლეულის პირველივე დღეს გემ "ვირჯინიაზე", ყუთში იპოვეს ჩვილი ბავშვი. ბიჭმა მთელი თავისი ცხოვრება გაატარა უზარმაზარ ლაინერზე, რომელიც ამერიკასა და ევროპას შორის დაცურავდა... ისე, რომ ერთხელაც არ ჩამოსულა ნაპირზე.  ალბათ არსებობენ ასეთი თვითნაბადი ნიჭები,ჰოდა ბიჭმა ადვილად ისწავლა პიანინოზე დაკვრა და ამ საქმის ნამდვილი ვირტუოზი გახდა. მისი ცხოვრება ლამაზ ლეგენდად გადაიქცა.სევდიანი ისტორიაა,რომლის მოყოლაც ღირს და მოსმენაც.

მთელ ფილმს ე.მარიკონეს არაჩვეულებრივი მუსიკა სდევს თან და მთავარ როლში ტიმ როტი ,გეგონება მართლა  უკრავს.    მე და ვაჟას ყველაზე მეტად მუსიკალური ორთაბრძოლის სცენა მოგვეწონა-თქვენ?





  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS

პარკურზე უნდა მოგითხროთ

           Le-parkour, parkour, პარკური-ეს არის დაბრკოლებათა რაციონალური დაფარვის და ქალაქში გადაადგილების ხელოვნება. აქ ადამიანი სძლევს ფიზიკურ დაბრკოლებებს (კედლებს, ღობეებს, სახლებს და ა. შ) თავისი სხეულის საშუალებით. ამასთანავე ის დაბრკოლებებს უმკლავდება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად (ეს ნიშნავს იმას რომ ის არ აკეთებს მოქმედებებს რომლებიც ართმევენ დიდ ენერგიას და დროს).

ტრეისერი (ინგლ. Traceur) — ეს არის ადამიანი რომელიც „პარკურობს“ და ებრძვის ქალაქურ ჯუნგლებს

პარკური დისციპლინაა და ადამიანს შეუძლია მოიხმაროს ნებისმიერი სიახლე გადაადგილებაში ექსტრემალურ სიტუაციაში. და რაღათქმაუნდა შედარებით ცნობილი წარმომადგენელი ამ დისციპლინისა გახლავთ-დავიდ ბეილი.

რა პრინციპებია (პირობებია) პარკურში და რა არ არის პარკური- საწყისი ვარჯიშების როლს აქ ასრულებს ფიზიკური ვარჯიშები,(რომელიც საჭიროა ნებისმიერი ფიზიკური აქტიურობის დროს), საკუთარი სხეულის ფლობის უნარი, ნასესხები აკრობატიკიდან და გიმნასტიკიდან და რაღათქმაუნდა რეგულარული მთავრი ელემენტების(ილეთების) დახვეწა, ქუჩაში თუ შენობაში.

ეს ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს მოსამზადებელ ვარჯიშებად პარკურში მონაწილეობის მისაღებად საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისათვის.

ბრძოლის როლს ამ ხელოვნებაში ასრულებს ქალაქური ცხოვრება და სიტუაცია, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდე თუ შენ ცხოვრობ ქალაქურ ჯუნგლებში. მაგალითად: თქვენ სადმე აგვიანებთ, ან რამე მოგპარეს ქუჩაში, ან ღმერთმა დაგიფაროთ დაგჭრეს. ყველა ამ სიტუაციაში და ამ დაგვარში დაგეხმარებათ თქვენივე ცოდნა და უნარები. და როდესაც თქვენ გამოიყენებთ მათ თქვენი მიზნების მისაღწევად ან სიტუაციიდან თავის დასაღწევად ეს იქნება პარკური.

ახლა ვაჟა დაინტერესდა პარკურით და დაიწყო ვარჯიში ეზოში (კედლებზე გადის). შედეგებს მოგვიანებით მოგახსენებთ..


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS

ზაფხულია,ცხელა,ცხელა ...


ჩაიარა გამოცდებმა, შეფასებებმა, კრებებმა და უკვე მეშვიდე კლასელი ვარ.

დავალება უამრავი, შესრულების სურვილი-არა.
დასვენება მინდააა..

ზაფხულს ელიან
წყნეთი და კარსანი.
როდესაც ცხელია
რძე და კრუასანი,
უკიდეგანოა
სივრცე და ოსანა –
კასპი და გენუა,
კუს–ტბა და ლოზანა.
თბილისი. კიკეთი.
მცხეთა და სამგორი.

ჰოდა აბა რა დროს დავალებებია..

ეს ნახატების ნაწილია, რომელიც გამომატანეს სამხატვრო სკოლიდან.უკეთესი ნამუშევრები როგორც წესი სკოლაში დარჩა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             






                                                                                               






  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS

             X -M E N  O R I G I N S

            _____________________________________

                W O L V E R I N E

ჩემი ერთერთი საყვარელი თამაში, რომელმაც გააოცა მთელი მსოფლიო თავისი გრაფიკით, სიუჟეტით და უბრალოდ თავისი არსებობით. თამაშის გადმოსაწერი ლინკის ზემოთ ბანერზე წერია +18. ეს იმიტომ რომ ტამაშში არის ძალიან ბევრი სისხლი კარგი გრაფიკით. თამშის ერთერთი ხიბლი ისევ და ისევ ის არის რომ ის ძალიან გავს რეალობას...

ასევე ის, რომ თამაში არის 2009 წელში გამოშვებული, მასზე მუშაობდა ძალიან ბევრი ადამიანი. თამაშს ქმნიდნენ ისეთი ცნობილი კომპანიები როგორიცაა: Raven, Activision, Marvel, 20 century fox, unreal technology.



ჟანრი: Action / 3D / 3rd Person
შემქმნელი: Raven Software / Amaze Entertainment
პლატფორმა: PC

ინტერფეისის ენა: ინგლისური, ფრანგული, ესპანური, იტალიური.

თამაში დაფუძნებულია იგივე დასახელების მქონე ფილმის სიუჟეტზე, რომელიც მოგვითხრობს გმირის წარსულზე. ვირტუალური ბოევიკი X-Men Origins: Wolverine ხშირად იმეორებს ფილმის მოვლენებს, მაგრამ ხანდახან სცდება მის ფარგლებს. თქვენ გაიგებთ თუ რატომ და რისთვის იყო შექმნილი ”Wolverine”, ვინ ცდილობდა მის მართვას და როგორ შეინარჩუნა თავისუფლება, ასევე გაიგებთ მისი ცხოვრების საშინელი ეტაპების მსვლელობასაც. მაგრამ სიმართლის გასარკვევად უნდა გაიაროს ძალიან დიდი და რთული გზა. იმისთვის რათა გადარჩეს მრავალ ბრძოლებში მას დასჭირდება ყველა მისი შესაძლებლობა და ინსტინქტი…

ეს თამაში შეგიძლიათ გადმოიწეროთ ამ ლინკით:

http://92.54.192.28/up/game/wolv_BY_(WWW.FILE.GE).iso


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS
ისევ მეწუწუნება. ისევ იმიტომ რომ,პერიოდულად მომინდება ხოლმე ვთქვა რა მაწუხებს,მაგრამ არ გამომდის და ჩემს ჩივილებს წუწუნად ნათლავენ.
ტირილიც მომინდება ხანდახან.ვტირი თანაგრძნობის იმედით,მაგრამ სადაა ეს თანაგრძნობა..უმეტეს შემთხვევაში დედა უსაფუძვლო წუწუნს ეძახის ჩემს ტირილს.სხვას ვიღას შევჩივლებ რამეს. ან რა აზრი აქვს,ვინ რას მიშველის..მგონი ავიწყდებათ უფროსებს რომ ოდესღაც ისინიც იყვნენ 12-ის.
ჰო, წუწუნზე ვამბობდი. ზოგსო კარგად აქვსო დაცდილიო.დაცდის ალბათ,თუ ჰყავს მსმენელი. მაგრამ თუ ასეთი არ არის, მაშინ ვის ვეწუწუნო?
ან წერას რა აზრი აქვს თუ არავინ წაიკითხავს?

ამ ბლოგებს ერთი ცუდი რამ ახასიათებს; თუ არ დაგიკომენტარეს, ვერც გაიგებ წაიკითხეს თუ არა. პირად საუბრებშიც შეიძლება აზრის გაზიარება, მაგრამ ყოველთვის ესეც არ ხერხდება.

ერთხელ ვხუმრობდით, წუწუნების სია შევადგინოთო. სია დაუსრულებელი იქნებოდა..
მაგრამ მე მართლა მაქვს საწუწუნო მიზეზები.
რატომღაც ყველას, სახლში, სკოლაში, სამხატვროში მოსწონთ და აწყობთ რომ ვიყო მოზრდილი, მქონდეს პასუხისმგებლობა,დამოუკიდებლად ვაკეთო საქმე და ვაკეთო კარგად. როგორც კი საქმე პირიქითა მოთხოვნებზე მივა, ჯერ პატარა ხარო მომაძახებენ და აკრძალვების ნუსხაც მზად არის.

პეპელა ხომ არ ვარ - ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები! რა ქნას პეპელამ?!
ეს უსამართლობაა..
დიდებსო დიდი პრობლემები აქვთო. მეც ჩემი პრობლემები დიდად მეჩვენება..
ჩემს კლასელებს და საერთოდ თანატოლებს, მოსწონთ რომ ისეთი ვარ, როგორც ისინი, ვარ და იმიტომ.
ცოტა უფროსებს (15-16 წლისებს ) მოსწონთ, რომ მათი მესმის და მეგობრობა შემიძლია.

ძალიან უფროსებს (20<) ხან ძალიან მოვწონვარ, ხანაც საერთოდ იგნორირებას მიკეთებენ. იგნორირებაზე გამახსენდა. შეიძლება მოიკითხო ერთხელ,ორჯერ ,სამჯერ.... პასუხი კი ერთხელაც არ მიიღო?! მეგობარი ჰქვია!!

სიყვარული და მეგობრობა ერთმანეთის გამოძახილია, იმდენს იძლევიან რამდენსაც იღებენო - სიბრძნის წიგნში ამოვიკითხე. ანგარებიანი გამოდის ეს მეგობრობა.თუ ასე არ არის, მაშინ გული გწყდება  და ივიწყებ რომ გიყვარს?

არ სცალია? ორი სიტყვის მოწერას არც ისე ბევრი დრო უნდა. მერე რა რომ უმცროსი ვარ. უფრო უფროსების მკითხულობენ.
გულს მტკენს ზერელე, ვითომ-ვითომ დამოკიდებულება.
არც არასერიოზული დამოკიდებულება არ მომწონს. როცა არაფერი აქვთ სათქმელი და -რა საყვარელია -თი მამკობენ. ადრე მომწონდა . ახლა მაღიზიანებს. სულაც არ არის ჩემი ბრალი ვინმეს თუ არაფერი აქვს სათქმელი. ამ სიტყვით კი ყველას ერთნაირად ეფერებიან..

კომპთან ჯდომის დრო ყოველთვის შეზღუდული მაქვს. აი, ახლაც მერამდენედ მესმის-გამოთიშე, ადექი!
მერე რა რომ ხვალ ოთხშაბათია, მერე რა რომ დილით ადრე უნდა ავდგე, ახლა სულაც არ მინდა ძილი. ნეტა როდის იქნება, ჩემს ნებაზე გავიღვიძო და დავიძინო? ჩავიცვა როგორც მინდა.წავიდე ვისთანაც მინდა და იქ სადაც მინდა.ვნახო რაც მაინტერესებს და ვაკეთო არა ის რასაც მირჩევენ,არამედ ის რასაც მე ვთვლი ჩემთვის საინტერესოს და სასურველს..როდის?!როდის?!

ზაფხულამდე სულ ცოტა დარჩა, არდადეგებამდეც, ზაფხულის გატარება კი თბილისში მომიწევს, თანაც დედის გარეშე. როგორ არ ვიწუწუნო...         

მეწუწუნებააააააააააააააააააა



  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS