ნიღბები

 დღეს ხატვიდან ვბრუნდებოდი და თემაზე ვფიქრობდი. გრაფიკა, ფერწერა, კომპოზიცია. კვირაში 3 სხვა და სხვა თემა. ახალი და განსხვავებულია საჭირო. ერთი თემა სამივე საგანში არ გამოდგება. ავტობუსში ავედი და მძღოლთან ახლოს თავისუფალ ადგილას მოვიკალათე. მძღოლთან ახლოს და შესაბამისად რადიოსთან ახლოს. ჩემთვის კარგად ნაცნობი რადიოს ეთერიდან უცნობი მომღერალი მღეროდა .იქნებ ადრეც მომისმენია და ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მქონდა. რადიოს ხმა ბოლომდე იყო აწეული. და თემა დავიჭირე..როცა ნიღბებს არიგებდნენ...ნიღბების შესახებ როგორ არ მსმენია, რამდენიც გინდათ იმდენი მინახავს. მაგრამ როგორც მივხვდი აქ ხელოვნურად და რაიმე მიზნისთვის დამზადებულ ნიღბებზე კი არ იყო ლაპარაკი, არამედ ნიღაბზე რომელსაც ადამიანი ცხოვრებაში ირგებს ხოლმე და დროისა და ბედის ცვალებადობასთან ერთად იცვლის. თუმცა როგორც მომღერალი გვიამბობდა ყველას არ ერგება ხოლმე ეს ნიღბები და მთელი ცხოვრება უნიღბოდაა, საკუთარ სახეს არ კარგავს და არ ცვლის სხვაზე. არ ვიცი ავტობუსი მიჰქროდა თუ სიმღერა გრძელდებოდა იმდენხანს, რომ ავტობუსიდან ისევ იგივე მელოდიის ფონზე ჩამოვედი. მართალია ნახევარიც ვერ დავიმახსოვრე მოსმენილიდან (სიმღერა უფრო მოთხრობას გავდა), მაგრამ თან გამომყვა ფიქრი   ნიღბებზე. ნიღბები ხომ ახალი გამოგონილი არ არის. უხსოვარი დროიდან ამზადებენ და ხმარობენ ადამიანები სხვა და სხვა დანიშნულებისთვის და მიზნებისთვის. მოვედი და მოვიძიე მასალა არც თუ ბევრი და აი ისიც:

თეატრალური ნიღაბი

თეატრალური   ნიღაბი,   სახეზე ასაფარებელი ან თავზე ჩამოსაცმელი გამოსახულება ადამიანის პირისახისა, ცხოველის, ფრინველის ან მითოლოგიურ არსებათა თავ-პირისა. ამზადებენ ქაღალდისაგან, პაპიე-მაშესაგან, ტყავისა და სხვა მასალისაგან. ის შეიჭრა თეატრში, როგორც მსახიობის გრიმის ელემენტი. ნიღაბი წარმოადგენდა ბერძნულ-რომაული თეატრის აქსესუარს. ნიღაბს ატარებდა იტალიურ კომედია დელარტეს კომიკურ პერსონაჟთა უმეტესობა.  მან დიდი გავრცელება პოვა აზიის ხალხთა თეატრებში. ნიღაბი ქართულ ხალხურ იმპროვიზაციული თეატრის ბერიკაობის ძირითადი ატრიბუტი იყო. მას საქართველოში ხისგან, ტყავისგან, მწარე ბლის კანისაგან, გოგრისა და სხვა მასალისაგან ამზადებდნენ. არსებობს ბერიკული ნიღაბი კოსტიუმი, ტყავის ქუდ- ნიღაბი, ხელში დასაჭერი ან თითებზე ჩამოსაცმელი ნიღაბი ზოგჯერ ყეენობაშიც იყენებდნენ. ნიღაბს ამჟამად იშვიათად იყენებს "ცოცხალი თეატრი"                                                                                                                                                               რიტუალური ნიღაბი

   რიტუალური ნიღაბი, ხალხური ან რელიგიური დღეობებისათვის   განკუთვნილი ნიღაბი ძველთაგანვე ფართოდ იყო გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყნაში (აფრიკა, ევრაზია, ოკეანეთი, ამერიკა). ნიღაბი სიმბოლურად გამოხატავდა ადამიანს ან ცხოველს, ფანტასტიკურ ან მითოლოგიურ პერსონაჟებს. რიტუალური ნიღბების გამოყენება დაკავშირებული იყო ტოტემისტურ ან ანიმისტურ    წარმოდგენებთან, წინაპართა და ცხოველთა კულტებთან, რომელთა მიხედვით, ნიღბიანი პიროვნება თვითონვე გარდაისახებოდა იმ არსებად, რომელსაც ნიღაბი გამოხატავდა. ოკეანეთში ნიღაბს იყენებდნენ მამაკაცთა კავშირები, ახალგაზრდების განდობის ცერემონიაში (ინიციაცია). სამხედრო თავდასხმების ან მართლმსაჯულების აღსრულების დროს. ციმბირის ცალკეულ რეგიონებში ნიღბების გამოყენება დაკავშირებული იყო შამანურ ლოცვებთან. ანტიკური სამყაროსა და ძველი მსოფლიოს დაწინაურებული მიწათმოქმედი ხალხების კულტურებში. ნიღბები გავრცელდა სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებსა და მისტერიებში. ისტორიული და არქეოლოგიური მონაცემებით, ნიღბების არსებობა საქართველოში ძველთაგანვეა დამოწმებული. რიტუალურ ნიღბებს საქართველოში იყენებდნენ საახალწლო, ბერიკაობა-ყეენობია, ლაზარობა-გონჯაობისა და მიცვალებულთა სულებისადმი მიძღვნილ რიტუალებში.

და ულამაზესი ვენეციური ნიღბები 

                                                                                                                           

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS

გაზაფხული



გაზაფხულის სურნელი დატრიალდა. ჯერ იები მიედმოედო ბუჩქებისა და ღობეების ძირებს. მერე ნარცისებმა გადააყვითლ  ეზო. ამას სხვა და სხვა ფერის ტიტები   მოჰყვება და ასე გადაფერადებული მივალთ ვარდობის თვემდე smilesეზოს  წითელი, ყვითელი, თეთრი და თავად ვარდისფერი  ვარდები მორთავს. ლამაზია ჩემი ეზო გაზაფხულზე.smilie

გაზაფხული შემოიჭრა სულსა და გულში. მინდა ჩემს გარშემო მხიარულ, ბედნიერ და მომღიმარ სახეებს ვხედავდე.

ძნელია სახლში ჯდომა. გული გარეთ გასვლას მთხოვს, ჰოდა გავალ.....

აღარ მსურს ნაკადულის 
მყუდროული ცხოვრება; 
ვაშლის ფერფლი მათოვდეს, 
მეცემოდეს გვირილა; 
აღარც ერთი ძველი ხმა 
აღარ მემახსოვრება, 
როცა გული გაგლიჯა 
ნიაღვარის ყვირილმა. 
მე მიყვარს ლაჟვარდების...

ისევ თუ მარტმა შეიფარა ქარი აშარი,
ტყემლის მხარზე თუ შემოაღამდა,

ეს გაზაფხულიც გრძნობას რად არ შლის,
დაიგვიანა და გადაგღალა?

რა ვქნა ვის ვკითხო, ნუთუ გვირილას?
ფურცლის საცლელად არ მემეტება...

იქნებ ყაყაჩოს ვკითხო შავხალას,
იქნებ მან მითხრას რა გემართება?

ყაყაჩოები აილეწნენ სირცხვილით წითლად...
ჩვენთან წამოო, რად დარდობ ქალავ?

შენ თუ არ მოხვალ, ჭკუა დამიშლის?
მეც ავდგები და იმათთან წავალ...

მერე დადექ და მინდორში მძებნე,
ვაჰ, თუ ვერ იცნობ ჩემს წითელ კაბას?!



  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS
დედის  დღე   დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:

ისე აღზარდე შენ შვილის სული,

რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,

უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.

                                                                                          რამდენი  სიყვარული არსებობს ამ ქვეყნად: ღმერთის, მოყვასის, მიწისა და ცის, მზისა და მთვარის, სამშობლოს, ბუნების...

ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული სიყვარული ყოფილა - დედის შვილის მიმართ სიყვარული.

ეს ერთადერთი "უპირობო" სიყვარული ყოფილა. გასცემენ და სამაგიეროდ არაფერს ელიან. დედას უყვარს შვილი ლამაზიც და უშნოც,ჭკვიანიც და უჭკუოც, წარმატებულიც და ხელმოცარულიც, პატიოსანიც და ...ც და ა.შ.

3 მარტი საქართველოში დედის დღედაა გამოცხადებული. ამ დღისთვის ჩვენი კლასის დამრიგებლის თაოსნობით ადრევე დავიწყეთ მზადება და დღეს მომზადებული პროგრამით თავი მოვიწონეთ, გავახარეთ დედები და მასწავლებლები. პროგრამაში გვქონდა სიმღერები და ლექსები დედაზე და გაზაფხულზე და მცირე წარმოდგენა ი. გოგებაშვილის მოთხრობისა "იავნანამ რა ჰქმნა". სცენაზე "ქართლის დედაც" იდგა მარჯვენა ხელში ხმლითა და მარცხენაში ფიალით : ყველასათვის ცნობილი ქანდაკება, რომელიც თბილისს გადმოჰყურებს. ქართველი დედის სადიდებელი უკვდავი ქანდაკება.

საინტერესოა მისი ავტორი ელგუჯა ამაშუკელი რას მოგვითხრობს:  ყველა სიტყვა, რომელიც განსაკუთრებით მახლობელია და საყვარელი, სათავესიტყვას დედიდან იღებს. რადგან იგი მარადიულობის, სიცოცხლის და სიყვარულის მცნებაა. მხატვრულ კომპოზიციაზე მუშაობის დროს ჩვენი სამშობლოს, ჩვენი დედაქალაქის სიმბოლოდ სწორედ დედა წარმოვიდგინე--ეს უკანასკნელი მე წარმოვადგინე და ამიტომაც  დავაციტატე.  

  

ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. დამსწრე საზოგადოება კმაყოფილი დარჩა ნანახითაც, მოსმენილითაც და დაგემოვნებულითაც, უამისობა როგორ იქნებოდა...  


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS