
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.
რამდენი სიყვარული არსებობს ამ ქვეყნად: ღმერთის, მოყვასის, მიწისა და ცის, მზისა და მთვარის, სამშობლოს, ბუნების...
ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული სიყვარული ყოფილა - დედის შვილის მიმართ სიყვარული.
ეს ერთადერთი "უპირობო" სიყვარული ყოფილა. გასცემენ და სამაგიეროდ არაფერს ელიან. დედას უყვარს შვილი ლამაზიც და უშნოც,ჭკვიანიც და უჭკუოც, წარმატებულიც და ხელმოცარულიც, პატიოსანიც და ...ც და ა.შ.
3 მარტი საქართველოში დედის დღედაა გამოცხადებული. ამ დღისთვის ჩვენი კლასის დამრიგებლის თაოსნობით ადრევე დავიწყეთ მზადება და დღეს მომზადებული პროგრამით თავი მოვიწონეთ, გავახარეთ დედები და მასწავლებლები. პროგრამაში გვქონდა სიმღერები და ლექსები დედაზე და გაზაფხულზე და მცირე წარმოდგენა ი. გოგებაშვილის მოთხრობისა "იავნანამ რა ჰქმნა". სცენაზე "ქართლის დედაც" იდგა მარჯვენა ხელში ხმლითა და მარცხენაში ფიალით : ყველასათვის ცნობილი ქანდაკება, რომელიც თბილისს გადმოჰყურებს. ქართველი დედის სადიდებელი უკვდავი ქანდაკება.
საინტერესოა მისი ავტორი ელგუჯა ამაშუკელი რას მოგვითხრობს: ყველა სიტყვა, რომელიც განსაკუთრებით მახლობელია და საყვარელი, სათავესიტყვას დედიდან იღებს. რადგან იგი მარადიულობის, სიცოცხლის და სიყვარულის მცნებაა. მხატვრულ კომპოზიციაზე მუშაობის დროს ჩვენი სამშობლოს, ჩვენი დედაქალაქის სიმბოლოდ სწორედ დედა წარმოვიდგინე--ეს უკანასკნელი მე წარმოვადგინე და ამიტომაც დავაციტატე.
ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. დამსწრე საზოგადოება კმაყოფილი დარჩა ნანახითაც, მოსმენილითაც და დაგემოვნებულითაც, უამისობა როგორ იქნებოდა...
0 Response to " "
Post a Comment