შენ მიმიხვდები

 
smiley
ჩემს პუსას ვუვლიდი.წითელთმიანი სულელი პეტია,მაგრამ მიყვარს.
-ნახე? წაიკითხე?
-რა? არაა..
-ჰოდა წაიკითხე!
ჰოდა წავიკითხე,მერე კიდევ წავიკითხე.თითქოს ჯერ არ მენახა და გუდაურის ფოტოები ხელახლა გადავათვალიერე.ცოტა შემრცხვა,გაბრაზებამ გამიარა და გული დამწყდა რომ ამ პოსტის პირველი მკითხველი არ ვიყავი.smilie 
ბოლო ხანებში ყველაფერს თვალით ვზომავ.რაღაცას ვადარებ,დიდ-პატარას ვარჩევ. ყველას ვეტოლები,მინდა ვიცოდე  ვის დავეწიე და გავუსწარი სიმაღლეში.ხელის თითები ვის უფრო გრძელი აქვს.ვის რამდენი საყურე უკეთია,ვითვლი რამდენ კიბეს ავდივარ,როცა ავდივარ და კიდევ ბევრი სისულელე.ახლა რატომღაც ამ პოსტის ბწკარები დავთვალე:დაახლოებით 17.    100 სიტყვაც არაა.ჩემს ჩანაწერს გადავხედე..მეც მოკლე ჩანაწერი მქონია.თითქმის იგივე ზომის.წერის დროს იმ დღის ემოცია დავღვარე. ამას ყველა ვერ გაიგებს ვერ მიხვდება,შენ მიმიხვდები...ახლა ისე ვისიამოვნე,თითქოს მართლა მოვისმინე ბუხართან მოყოლილი ზღაპრები..smilieისე რომ ზღაპრები შენზეა სოსო და ბუხართან მოყვები თუ გათოშილ საბაგიროზე,სულერთია..
სულ საჭირო თემას ვეძებ დასახატად,დასაწერად და მუზების არქონას ვწუწუნებ.
ახლა მომეჩვენა რომ ჩემი ფოტოები და მე ვიყავი მუზა,პატარა,ან სულ პატარა,ერთიციდა,პაწაწკუნტელა,ცეროდენა,მაგრამ მუზაკუნა და ..smileys 
მეც მიყვარს ზამთარი-ზამთრული.და ყველა დრო მიყვარს თავის დროს..
შენ მიმიხვდები
  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS

ძაან მაგარი იყო




აუ,რა მაგარია!!!
არ ვიცი რამდენჯერ აღმომხდა ეს სიტყვები დღეს,სიამოვნების,აღფრთოვანების,სიხარულის და კიდევ ბევრი რამის გამოსათქმელად სიტყვები რომ არ მეძებნა...
ფანტასტიური თოვლი,ფანტასტიური ტრასები და მზე,ასე ნანატრი...
გუდაური ასეთი თეთრი და ლამაზი.
აუ,ძაან მაგარია!!!
მართლა ვისიამოვნე.გული ვიჯერე სრიალით.მგონი პირველი შემთხვევა იყო,რომ არ დავიღალე და არ მომბეზრდა,არც მიწუწუნია..
კუდებზე სწორედ მაშინ მომრავლდა ნისლები,კენწეროში რომ მოვექეცით.მერე წამოფიფქა და ჰაერი აბზინვარდა.ულამაზესი სანახავია..კუდებიდან დაშვებისას ვიხალისეთქო ვერ ვიტყვი,მაგრამ ღირსეულად დავეშვი და უამრავი ქებაც დავიმსახურე.პარალელური თხილამურით სრიალისთვისაც არაერრთი შექება მივიღე დღეს..
იანვრის მზე ზურგს ათბობს,როცა საბაგიროზე ზიხარ,სახე კი იყინება.
კოსტას ქოხში როგორც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო.ცეცხლი მიმქრალიყო,მაგრამ თბილოდა.ნინო მღეროდა ქათამაძე,მერე პანჩო,მერე მეფე..გავთბით და გავლღვით..
3 საათისთვის თოვლი ოდნავ მოლბა,მოეშვა და სრიალი კიდევ უფრო სასიამოვნო გახდა
მერე ისევ გრძელი ტრასები და საშინლად მოკლე დღე,ლამაზი სიზმარივით წარსულს რომ ჩაბარდა..
აუუ,ძაან მაგარი იყო...
  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS