ზუზუ
წელიწადზე მეტხანს გვყავდა, სიმბოლურად გასული ვირთხის წელიწადისთვის მოვიყვანეთ. პაწაწუნა იყო, საყვარელი. როგორ გაიზარდა.. როგორ გვიყვარდა, როგორ ვეფერებოდით, ვკვებავდით, ვიტამინებს არ ვაკლებდით, ვაბანავებდით, ვუსუფთავებდით საცხოვრებელს, ვაჟამ სკოლაშიც კი წაიყვანა, ბიოლოგიის გაკვეთილს დაასწრო.
გვცნობდა, ჩვენს ხმაზე მოიხედავდა ხოლმე, ყოველ გაფაჩუნებაზე უკანა თათებზე დადგებოდა და ულვაშების ცმაცუნით გვათვალიერებდა...
დედამ თქვა საკუთარი შვილები რომ ისუსნავა, ალბათ ვერ მოინელაო.. ჰო, უჯიშო კი ყოფილა, საკუთარი შვილები როგორ შეჭამა, მაგრამ მარტო ეგ კი არ იყო გამონაკლისი, ასე სცოდნიათ ამ უწყინარ მღრღნელებს, და თანაც, მაინც ხომ გვიყვარდა ძალიან..
დავიტირეთ...გავახვიეთ და უკანა ეზოში ვარდის ძირში დავმარხეთ,წარწერიანი ქვა დავადეთ.დაემთხვა და თაგვის წელიწადს გაჰყვა..
უხსოვარი დროიდან ურთიერთობს ადამიანი ცხოველთა სამყაროსთან, ზოგი მოიშინაურა, ზოგზე დღემდე ნადირობს... გულგრილი მათ მიმართ მხატვრებიც არ დარჩენილან მცირე გალერეა
ნიკოლაი სვერჩკოვის მგელზე ნადირობა
ეს ნიკო ფიროსმანია
დათვი ორ ბელთან მეაქლემე ბიჭი ვირზე სამი ირემი წყაროსთან
ლომი და მზე
30/1/09 14:51
sof,gulwrfelad viziareb shens mwuxarebas :( chems deidashvilsac moukvda zazuna da dzalian didxans tiroda..ice cota didi cxovelis yola jobia,met xans rom cocxlobs isetis.
ar moiwyino :)
30/1/09 16:20
mec mindoda mkoloda saxlshi patara megobari,magram dedam mitxra mogikvdeba da guli dagwydebao..chems mezobels dzagli moukvda da iseti glova hqonda,mteli korpusi usamdzibrebda..sheni mesmis, vajasic..magram ninisavit mogiwodeb ar moiwyino :)
30/1/09 20:09
yvavi,gogoebo,yvavi unda iyoliot.100 wlis,brdzeni,mainc tqvenze orjer mets icocxlebs.aqet dagvitirebs yvelas.tan ertgulic iqneba.aravin umegobrdeba,xoda dagifasebt.:)) hi..hi..:) yva..yva..:)
gamxiaruldi sofi........
30/1/09 22:16
გოგოებოოო, დიდი მადლობა თანაგრძნობისთვის და გამხნევებისთვის...
გიგა მართლა გამამხიარულე,ყოველთვის და ყველგან როგორ შეგიძლია იხუმრო! იუმორის გრძნობაში ვერავინ შეგედრება. მადლობააააა....
:)