ზამთარი                                                                                                           

 ზამთარი უამრავი და ერთმანეთზე გადაბმული დღესასწაულების პერიოდი. შობა, ახალი წელი, ისევ შობა და ისევ ახალი წელი... არდადეგები.... ოო, რა სწრაფად გადის ეს არდადეგები. დასვენებასაც ვერ ვასწრებ, რისგან უნდა დამესვენა არც ვიცი მაგრამ მაინც...

საახალწლო თბილისი წელს ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით ღამით, მაგრამ.. ზამთარს  აქ ვერ აღვიქვავ. არასასიამოვნო სიცივე და რამდენიმე დღიანი თოვლი...

და მაინც მთელი წელი ველი წელიწადის ამ დროს, სიზმარშიც კი ვხედავ თოვლიან მთას, სათხილამურო ტრასებს და ცხადში ველოდები იმ დღეს, მთას რომ მივაშურებთ...

მიყვარს, ყველაფერი მიყვარს გუდაურში. მიყვარს მზიანი დღეები, ღრუბლიანი დღეებიც მიყვარს, თოვლი რომ ბარდნის და ნისლი სრიალს ართულებს, ისიც მიყვარს. უამრავი მომღიმარი, გარუჯული სახე მიყვარს. აი, საბაგიროზე ჯდომა ნაკლებად მხიბლავს. მიღოღავს, მიღოღავს.. ახვალ და .. ისე სწრაფად ეშვები საწყის ადგილას... ჰო, კიდევ კოსტას 'ქოხი'  მიყვარს. მყუდრო და თბილი, არაჩვეულებრივი აურა, სუსნაობაც მიყვარს, მე ცხელი შოკოლადით მიმასპინძლდებიან, უფროსები კი თბილ გლინტვეინს მიირთმევენ, იმედია წელს მეც მერგება, თუნდაც რამდენიმე ყლუპი, ხომ დამპირდა დედა, პირობას ყოველთვის ასრულებს, ჰოდა...

ქოხიდან გამოსულს კიდევ უფრო ლამაზი მეჩვენება მზის სხივებით გაბრწყინებული მთები, რატომღაც ჩაკეტილს რომ უწოდებს პოეტი...

ღამის გუდაურიც მიყვარს. სავსე მთვარის შუქზე უფრო მკვეთრია მთების კონტურები. ლამპიონებით განათებულ ტრასაზე კი ცოტა მოთხილამურე ..                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS

2 Response to " "

  1. natia says:
    21/1/09 21:50

    kisris motexvis aranairi survili ara makvs.rom chamoxval momiyevi,fotoebi machvene,srulebit sakmarisia.ise ki mshurs sheni,xom ar mogebaro??????????am fotoebma gamagija,kaia zaan :)))))))))))))))))))

  2. giga says:
    22/1/09 15:09

    idea makvs:cicqna sofos satxilamuro skola..a,rogoria..es qoxi mec mometsona,tanac gudaurshi kargi xinkali iciano :)))))))))