ქრისტე აღსდგა

 





                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                

19 აპრილს მარლთმადიდებელი სამყარო ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობს.

 smiles

მახსოვს პატარა რომ ვიყავი, ეს დღესასწაული  ფერად-ფერად ლამაზ კვერცხებთან ასოცირდებოდა.ახლა ვიცი,რომ კვერცხი აუცილებლად წითლად უნდა შეიღებოს,თუმცა დეკორატიული და ფერადი გაფორმებაც  უხდება, ჩემი აზრით,რა თქმა უნდა.

smilie

                                                                                                                                           სააღდგომოდ წითელ კვერცხებს ერთმანეთს ვუცვლით სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა“. ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

საერთოდ, კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

     smilie

საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა ადამიანების დამოკიდებულება სააღდგომო კვერცხის მიმართ და ამ დღის და დღესასწაულის აღსანიშნავად იქმნებოდა ხელოვნების ნიმუშამდე აყვანილი,სიყვარულით და სითბოთი სავსე სასაჩუქრე,სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული კვერცხის ნიმუშები.კვერცხზე ხატავდნენ სცენებს ქრისტეს ცხოვრებიდან,ჯვრებს და ა.შ.ეს ყველაფერი მინიატურულ ზომებში სრულდებოდა და საუველირო სიზუსტეს მოითხოვდა.ბოლო დროს კვერცხის მოხატვის კულტურამ საქართველოშიც პოვა მოწონება და პოპულარობა.  

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS

3 Response to " "

  1. natia says:
    17/4/09 15:21

    sofiiiiiiiiii,shenma smilikebma gamagijeeeeeeeeeeees :D :D :D

  2. sofi says:
    17/4/09 16:08

    ნათიიიიიიიი, მეც გავგიჟდიიიიი, ოღონდ ჩემს კი არა, კვერცხების smilieბზეეეეეეეეე :D :D :D

  3. giga says:
    19/4/09 10:17

    ჭეშმარიტად აღსდგა !!!
    სოფოოოოო, მრავალს დაესწარი :)
    კვერცხის წამოღება არ დაგავიწყდეს,ჩაურტყათ :D :D :D