ლეგენდა პიანისტზე.

ფილმი წუხელის ვნახე და ისე მომეწონა,რომ დღეს ალალგ-ალაგ გადავხედე.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ათასწლეულის პირველივე დღეს გემ "ვირჯინიაზე", ყუთში იპოვეს ჩვილი ბავშვი. ბიჭმა მთელი თავისი ცხოვრება გაატარა უზარმაზარ ლაინერზე, რომელიც ამერიკასა და ევროპას შორის დაცურავდა... ისე, რომ ერთხელაც არ ჩამოსულა ნაპირზე.  ალბათ არსებობენ ასეთი თვითნაბადი ნიჭები,ჰოდა ბიჭმა ადვილად ისწავლა პიანინოზე დაკვრა და ამ საქმის ნამდვილი ვირტუოზი გახდა. მისი ცხოვრება ლამაზ ლეგენდად გადაიქცა.სევდიანი ისტორიაა,რომლის მოყოლაც ღირს და მოსმენაც.

მთელ ფილმს ე.მარიკონეს არაჩვეულებრივი მუსიკა სდევს თან და მთავარ როლში ტიმ როტი ,გეგონება მართლა  უკრავს.    მე და ვაჟას ყველაზე მეტად მუსიკალური ორთაბრძოლის სცენა მოგვეწონა-თქვენ?





  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS

2 Response to " "

  1. giga says:
    4/7/09 19:34

    სოფო,არ გაგიკვირდება და მსგავსი ფილმი არ მინახავს,აქამდე..
    ვნახე,მომეწონა.
    გამეხარდა რომ ინსტრუმენტების მაღაზიის მეპატრონემ საყვირი დაუბრუნა ამ ისტორიის მთხრობელს.კარგი ისტორია უფრო მეტი ღირსო?!
    მადლობა სოფო.
    თუ რამე საინტერესო ნახე,მითხარი აუცილებლაად :) :) :)

  2. sofi says:
    5/7/09 21:19

    ყველა მოწონებულ ფილმზე ბლოგზე ვერ დავწერ,მაგრამ ისე მოგიყვები აუცილებლად :)
    მიხარია რომ ნახე და მოგეწონა ეს ფილმი :)