ვისაც ვუყვარვარ, მომყევით

ცივი,წვიმიანი და ულაზათო ზაფხულიც გავიდა..
დამთავრდა არდადეგები..

ახალი სასწავლო წელი კარს მოგვადგა..

       

განწყობა-მინდა ბევრი ვიცოდე,ბევრი ვნახო და საერთოდ აქტიური ცხოვრება მინდა..

              

"საბრძოლო მზადყოფნაში ვარ" და საკუთარ სიზარმაცესთან შეტევაზე გადასვლას ვაპირებ! ყოველ შემთხვევაში ახლა განწყობა ასეთი მაქვს..

მთელი ერთი ზაფხულით გავიზარდე!რაჭა იყო ხასხასა მწვანე,უმეტესად ნისლიან-ბურუსიანი.მზე დღეგამოშვებით გვათბობდა და მიწას აშრობდა.ჰაერი სუფთა და გამჭვირვალე.მოტკბო და გემრიელი.(ნეტა შესაძლებელი იყოს თან წამოღება)ჩვენი სახლი სოფლის ბოლოს დგას.მერე ტყე-მინდვრები იწყება.თუმცა ყოველ წელს ტყე მოდის და გვიახლოვდება და ტყესთან ერთად ტყეში მომრავლებული მგელი და დათვიც.ახლა სოკოს საკრეფადაც ვერავინ შედის ტყეში..

ულამაზესი ტყიანი მთები ჩამობურულიც კი რომანტიული,მშვიდად გარინდული..არ მახსოვს აგვისტოში ასე თბილად ჩაცმული სახლში მჯდარიყავი საათობით..

ასეთ დღეებში წასაკითხად თუ დაწერა შექსპირმა ტრაგედიები.ჰოდა ,მეც (როცა პატარები საშუალებას მაძლევდნენ ) ვიჯექი და ვკითხულობდი.მართალია ქართულად (იმიტომ,რომ ინგლისურის ცოდნა არ მყოფნის დედანში წასაკითხად),თუმცა არც ქართულადაა მარტივი..ახლა ვუყურებ ფილმებს და სპექტაკლებს წაკითხულის უკეთ გასაგებად.თანაც ყოველთვის მაინტერესებს სხვისი თვალით დანახული იგივე,რაც ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის..

წერა-კითხვას გადაჩვეულხარო,დედამ მისაყვედურა.რაღაც უაზრო ზაფხული მოვიტოვე უკან.მაგრამ მგონია,რომ ავინაზღაურებ დაკარგულს და მეტსაც მოვახერხებ...
ასე რომ..

"ვისაც ვუყვარვარ,მომყევით"
  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS

4 Response to "ვისაც ვუყვარვარ, მომყევით"

  1. Joseph says:
    4/9/09 01:48

    მე მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტად, ჰოდა, მოგყვები!
    სოფ, საოცრად სერიოზული ხარ შენს ასაკთან შედარებით. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. უფრო კარგი სავარაუდოდ, იმიტომ რომ მე მომწონს.
    მართალი ხარ უცნაური ზაფხული იყო. ცივი და უხვწვიმიანი და გავიდა. შემოდგომას გავდა, ნეტავ შმოდგომა როგორი იქნება, ზამთარივით?!
    და ზამტარი როგორიღა იქნება?! უფრო ზამთრული?!
    იცი?! ზამტარი მომენატრა. მტაში თხილამურებით სრიალი და კანატკაზე შენი გაუთავებელი წუწუნი.
    მომენატრე, ლიზი მომენატრა და გუდაური :)

  2. natia says:
    4/9/09 12:42

    sofi,mec mindoda rachashi.wels aravin wamikvana.gaisatoo.
    sakvareli matarebelia da mogijdebi mec torem fexit ras dagewevi :D :D :D
    mainc ra lamazia es sheni racha.fotoebi super,magaria..:))))

  3. sofi says:
    5/9/09 16:32

    ნათი,ამ ფოტოებზე ჩემი სოფელი და გარშემო მთებია.პირველ ფოტოზე ბარაკონის ეკლესიაა რიონის პირას.სინამდვილეში უკეთესი სანახავია ,ვიდრე ფოტოზე:))

    სოსოო,რომ იცოდე, შენი კომენტარით თავის მოწონება დავაპირე ბებოსთან და სასაცილოდ არ ეყო ჩემი სერიოზულობა..:D:D
    სიყვარულისთვის მადლობას თუ იხდიან,დიდი მადლობა.იგივეთი გიპასუხებ,ხომ იცი..
    მომავალ სეზონზე გუდაურში აღარ ვიწუწუნებ.პირობას ვდებ.რამე სხვა უფრო საინტერესოს მოვიფიქრებ :D თუ შევძელი რა თქმა უნდა :D
    ლიზი გუდაურთან ასოცირდება ხომ?ზამთრამდე და გუდაურამდე კი უF რა დრო დარჩენილაა :((( :)) :**

  4. giga says:
    7/9/09 14:34

    ძლივს შემოვედი.არ მიხსნიდა :(

    თუ კარგ საქმეზე მიდიხართ მეც წამიყვანეთ :D :D :D
    სოფო,ისე სწრფად გავიდა ეს ზაფხული.მაინც კარგი იყო თბილისიდან შორს.ცოტა მომენატრა თბილისი,ინტერნეტი,ყველა, სკოლა არაააა..

    შენ მაგარ განწყობაზე ხარ.. ცოტა შემშურდა..მასწავლე ერთი როგორ ,დედაჩემი მადლობას გეტყვის..:D
    აბა,შეხვედრამდე :)))))))))))))
    ჰო,მართლა ზომბებს ვთამაშობ.რა დაუმთავრებელია?!