იყო და არა იყო რა

ასე იწყება ქართული ზღაპრები..იწყება და აქვე მთავრდება,რადგან თურმე არა იყო რა.

წვიმიანი კვირა დილა გათენდა.გამოდარებას ველოდი და ტელეფონით საზარელი ამბავი შეგვატყობინეს.
ახლა ვიცი რა არის უბედურება.თურმე რა ადვილად მოდის,და განადგურებს.
რა ახლოსაა თურმე სიკვდილი,ასე ხელშესახები,დაუნდობელი..

ოქტომბერში 3 წლის გახდებოდა.აწი გარდაცვალების დღე უნდა ავუღნიშნოთ.

ღიმილიანი გადაფრინდა მე8 სართულიდან და დაუზიანებელი სხეულით, უცოდველი სულით მიებარა უფალს.

ცელქი და მოუსვენარი,ენატიკტიკა.უამრავი შეკითხვა ჰქონდა, არ მოგეშვებოდა სანამ პასუხს არ მიიღებდა.
რაჭიდან წამოსვლა არ უნდოდა,კარგიაო აქო,არც წვიმა ადარდებდა,არც სიცივე.ყველას ღიმილს ჩუქნიდა..დედა მოენატრებოდა და ჩამეხუტებოდა..დედა ჩამოუვიდა და მასზე ბედნიერი ქვეყანაზე არავინ იყო..დედასთან იძინებდა და უყვებოდა ტყუილ მართალს..პრანჭიკელა ჭინკა,აგიჟებდა ისედაც გადარეულ ბაბუს..


და აი აღარ არის..

რა მძიმეა უნუგეშოდ დარჩენილი 21 წლის უბედური დედის ტირილის მოსმენა..

რა ძნელია თათიაზე წარსულში ლაპარაკი..რა ძნელია დაჯერება რომ აღარ არის და ვერასოდეს ჩავეხუტები..












იყო და,რა ცოტა ხანს იყო..მას გაჰყვა ბავშვობა და მხიარულება..

წვიმიანი დილა გათენდა დღესაც,თითქოს ცაც დასტიროდა პატარას

იყო და არა იყო რა
  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS

2 Response to "იყო და არა იყო რა"

  1. Nini says:
    23/9/09 17:50

    Sofo,rom icode rogor ganvicadet..dzalian shgvecoda es patara..
    deda gefereba-neta sheidzlebodes aseti gancdebisagan bavshvebis dacvao.kvelaferi rac xdeba gvtis nebaa da rasac ver shecvli unda sheeguoo..
    Sofo-sul male mova sixaruli da bedniereba.jer ar tsacula bavshvoba.
    dzalian mikvarxar,motskenilic ki da minda mxiaruli gnaxo male :* :*

  2. sofi says:
    24/9/09 21:53

    ნინიკო,გმადლობთ თანაგრძნობისთვის და თანადგომისთვის..
    ახლა ხშირად მესმის-დრო მკურნალიაო.რადგან ამბობენ,ალბათ მართალია,მაგრამ მგონია ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება და როგორც იქნება,იმაზეც მოგიყვები