შენ მიმიხვდები

 
smiley
ჩემს პუსას ვუვლიდი.წითელთმიანი სულელი პეტია,მაგრამ მიყვარს.
-ნახე? წაიკითხე?
-რა? არაა..
-ჰოდა წაიკითხე!
ჰოდა წავიკითხე,მერე კიდევ წავიკითხე.თითქოს ჯერ არ მენახა და გუდაურის ფოტოები ხელახლა გადავათვალიერე.ცოტა შემრცხვა,გაბრაზებამ გამიარა და გული დამწყდა რომ ამ პოსტის პირველი მკითხველი არ ვიყავი.smilie 
ბოლო ხანებში ყველაფერს თვალით ვზომავ.რაღაცას ვადარებ,დიდ-პატარას ვარჩევ. ყველას ვეტოლები,მინდა ვიცოდე  ვის დავეწიე და გავუსწარი სიმაღლეში.ხელის თითები ვის უფრო გრძელი აქვს.ვის რამდენი საყურე უკეთია,ვითვლი რამდენ კიბეს ავდივარ,როცა ავდივარ და კიდევ ბევრი სისულელე.ახლა რატომღაც ამ პოსტის ბწკარები დავთვალე:დაახლოებით 17.    100 სიტყვაც არაა.ჩემს ჩანაწერს გადავხედე..მეც მოკლე ჩანაწერი მქონია.თითქმის იგივე ზომის.წერის დროს იმ დღის ემოცია დავღვარე. ამას ყველა ვერ გაიგებს ვერ მიხვდება,შენ მიმიხვდები...ახლა ისე ვისიამოვნე,თითქოს მართლა მოვისმინე ბუხართან მოყოლილი ზღაპრები..smilieისე რომ ზღაპრები შენზეა სოსო და ბუხართან მოყვები თუ გათოშილ საბაგიროზე,სულერთია..
სულ საჭირო თემას ვეძებ დასახატად,დასაწერად და მუზების არქონას ვწუწუნებ.
ახლა მომეჩვენა რომ ჩემი ფოტოები და მე ვიყავი მუზა,პატარა,ან სულ პატარა,ერთიციდა,პაწაწკუნტელა,ცეროდენა,მაგრამ მუზაკუნა და ..smileys 
მეც მიყვარს ზამთარი-ზამთრული.და ყველა დრო მიყვარს თავის დროს..
შენ მიმიხვდები
  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • Twitter
  • RSS

3 Response to "შენ მიმიხვდები"

  1. Joseph says:
    16/1/10 00:08

    სოფი, რა საყვარელი პოსტი დაგიწერია, გავთბი. შენთვის პატარა პრინცი მაქვს თუ მყავს, ჩემი ბავშვობის ზრაპარი. რომ გავიზარდე კიდევ ერთხელ გადავიკითხე და მივხვდი რომ საერთოდ არ წერდა ბავშვებისთვის ეგზიუპერი.

    დახატე შენი ფოტოები, ეგ იდეაა და ძალიან კარგი. ბევრი კოცნა შენ :)

  2. sofi says:
    16/1/10 22:31

    ნეტა იცოდე რამდენ ხანს ვკითხულობდი პატარა უფლისწულს-თავიდანვე მივხვდი რომ ეს ზღაპარი არ იყო..შენ რადგან გყავს-ჩემთვის,კიდევ მომიწევს გადაკითხვა :) ახალს თუ აღმოვაჩენ რამეს, მოგიყვები :)
    მომენატრე და გაკოცე მეც :*

  3. Nini says:
    28/1/10 13:24

    :* :)))