ნეტავ რა არის ეს ადრენალინი. უცხო სიტყვათა ლექსიკონში მითითებული განმარტება სულაც არ შეესაბამება იმ განცდას რასაც ხშირად აბრალებენ ხოლმე...
ადრენალინი არ ვიცი და მთიდან თხილამურებით დაშვებისას განცდილი აღფრთოვანება, ფრთებს რომ შეგასხავს და შეგამსუბუქებს, გული წუთში ათასჯერ რომ შეგიქანდება ანდა საერთოდ რომ ვეღარ გრძნობ, უზომო, საოცარი სიამოვნება იმის განცდით რომ ეს შენ შეგიძლია...
დროდადრო თოვლის ფიფქები ისე ელავს მზის სხივებზე, თვალს ვერ მოსწყვეტ. ფეხქვეშ კი, უფრო სწორედ თხილამურის ქვეშ თოვლი კრაწუნობს და ხრაშუნობს, და ბოლოს დაღლა, ნეტავ ხშირად ვიყო ამ მიზეზით დაღლილი, სასიამოვნო დაღლა ( დედას სიტყვებს მოვიშველიებ, იმიტომ რომ ხშირად ემოციის გამოსახატავად საკუთარი არ მყოფნის )
მაგრამ ეს ყველაფერი არაა.. უყურებ გოლიათ მთებს და გული საგულეში აღარ ეტევა. ეს ჩემი ქვეყანაა, ჩემი მთები, თოვლიანი და საოცრად ლამაზი, ზღვის დონიდან 3000 მ-ზე რომ ახვალ, სულ სხვა თვალით ხედავ სამყაროს. ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენება, სხვა ბევრიც არ მაქვს ნანახი და იქნებ იმიტომ, მაგრამ მგონია ვინც აქ, ღრუბლების ზევით მოექცევა, რამდენი წლისაც გინდა იყოს და რამდენიც ჰქონდეს ნანახი, იგივე ემოცია ექნება და თუ არ ექნება, მით უარესი მისთვის...
ეს ჩემი მეგობრები Freestyles Freeskierები ივა და სანდრო არიან გუდაურში.
მაინც რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. თოვლიანი მთიდან უცებ გაზაფხულმოსულ თბილისში მოვხვდი. ზამთარში გაზაფხული მოუყვანია, ვის.......არ ვიცი მაგრამ, ლამპიონებით გაჩახჩახებულ თბილისში მშვენიერი საღამო კი დამხვდა..
ჰოდა რაღა ბევრი გავაგრძელო და გულწრფელად მშურს ყველა იმ ადამიანის, ვისაც ჯერ არ უნახავს ეს საოცრება, თეთრი გუდაური რომ ჰქვია, თქვენ წინ დიდი სიხარული და სიამოვნება, დიდი ბედნიერება გელოდებათ.... თუმცა ერთი დიდი უპირატესობა მაქვს ყველასთან შედარებით---მე გუდაურში დედასთან ერთად დავდივარ.
7/2/09 23:57
მშურს, ძალიან. ცოტა ხანია რაც თხილამურზე ვდგავარ და უკვე მოვიწამლე.
ჰო, შენი ნაწერი არასდროს საჭიროებს კორექციას და სიამოვნებით ვკითხულობ ყოველთვის.
კარგია ხარ.
8/2/09 17:39
vaa sof.ra magari fotoebia da klipebi.adre ar menaxa da axla YouTobeze shevedi da msgavsebic bevri vnaze da martla mominda txilamurit sriali viswavlo.. :)
8/2/09 18:57
ჰო. მაგარი კლიპებია. მე რა თქმა უნდა ასე სრიალს ვერ ვახერხებ.ამისთვის ბევრი დრო, მონდომება და კიდევ რაღაცეებია საჭირო,მაგრამ ეს დიდი სიამოვნებაა და ამაში JoKeyც მეთანხმება..მადლობთ ჩემო კარგებო
9/2/09 16:33
sofii..me bakuriani miyvars zalian,zamtarshic da zafxulshic.oo,axla zalian minda gudauri vnaxo da tu txilamurze davdeqi,es sheni damsaxureba iqneba.. :))))))))))