ტირილიც მომინდება ხანდახან.

ჰო, წუწუნზე ვამბობდი. ზოგსო კარგად აქვსო დაცდილიო.დაცდის ალბათ,თუ ჰყავს მსმენელი. მაგრამ თუ ასეთი არ არის, მაშინ ვის ვეწუწუნო?
ან წერას რა აზრი აქვს თუ არავინ წაიკითხავს?
ამ ბლოგებს ერთი ცუდი რამ ახასიათებს; თუ არ დაგიკომენტარეს, ვერც გაიგებ წაიკითხეს თუ არა. პირად საუბრებშიც შეიძლება აზრის გაზიარება, მაგრამ ყოველთვის ესეც არ ხერხდება.
ერთხელ ვხუმრობდით, წუწუნების სია შევადგინოთო. სია დაუსრულებელი იქნებოდა..
მაგრამ მე მართლა მაქვს საწუწუნო მიზეზები.
რატომღაც ყველას, სახლში, სკოლაში, სამხატვროში მოსწონთ და აწყობთ რომ ვიყო მოზრდილი, მქონდეს პასუხისმგებლობა,დამოუკიდებლად ვაკეთო საქმე და ვაკეთო კარგად. როგორც კი საქმე პირიქითა მოთხოვნებზე მივა, ჯერ პატარა ხარო მომაძახებენ და აკრძალვების ნუსხაც მზად არის.
პეპელა ხომ არ ვარ - ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები! რა ქნას პეპელამ?!
ეს უსამართლობაა..
დიდებსო დიდი პრობლემები აქვთო. მეც ჩემი პრობლემები დიდად მეჩვენება..
ჩემს კლასელებს და საერთოდ თანატოლებს, მოსწონთ რომ ისეთი ვარ, როგორც ისინი, ვარ და იმიტომ.
ცოტა უფროსებს (15-16 წლისებს ) მოსწონთ, რომ მათი მესმის და მეგობრობა შემიძლია.
ძალიან უფროსებს (20<) ხან ძალიან მოვწონვარ, ხანაც საერთოდ იგნორირებას მიკეთებენ. იგნორირებაზე გამახსენდა. შეიძლება მოიკითხო ერთხელ,ორჯერ ,სამჯერ.... პასუხი კი ერთხელაც არ მიიღო?! მეგობარი ჰქვია!!
სიყვარული და მეგობრობა ერთმანეთის გამოძახილია, იმდენს იძლევიან რამდენსაც იღებენო - სიბრძნის წიგნში ამოვიკითხე. ანგარებიანი გამოდის ეს მეგობრობა.თუ ასე არ არის, მაშინ გული გწყდება და ივიწყებ რომ გიყვარს?
არ სცალია? ორი სიტყვის მოწერას არც ისე ბევრი დრო უნდა. მერე რა რომ უმცროსი ვარ. უფრო უფროსების მკითხულობენ.
გულს მტკენს ზერელე, ვითომ-ვითომ დამოკიდებულება.
არც არასერიოზული დამოკიდებულება არ მომწონს. როცა არაფერი აქვთ სათქმელი და -რა საყვარელია -თი მამკობენ. ადრე მომწონდა . ახლა მაღიზიანებს. სულაც არ არის ჩემი ბრალი ვინმეს თუ არაფერი აქვს სათქმელი. ამ სიტყვით კი ყველას ერთნაირად ეფერებიან..
კომპთან ჯდომის დრო ყოველთვის შეზღუდული მაქვს. აი, ახლაც მერამდენედ მესმის-გამოთიშე, ადექი!
მერე რა რომ ხვალ ოთხშაბათია, მერე რა რომ დილით ადრე უნდა ავდგე, ახლა სულაც არ მინდა ძილი. ნეტა როდის იქნება, ჩემს ნებაზე გავიღვიძო და დავიძინო? ჩავიცვა როგორც მინდა.წავიდე ვისთანაც მინდა და იქ სადაც მინდა.ვნახო რაც მაინტერესებს და ვაკეთო არა ის რასაც მირჩევენ,არამედ ის რასაც მე ვთვლი ჩემთვის საინტერესოს და სასურველს..როდის?!როდის?!
ზაფხულამდე სულ ცოტა დარჩა, არდადეგებამდეც, ზაფხულის გატარება კი თბილისში მომიწევს, თანაც დედის გარეშე. როგორ არ ვიწუწუნო...
მეწუწუნებააააააააააააააააააა
20/5/09 22:33
dzalian sayvarlad tiri,magram nu itireb.me 3 welia deda menatreba da bebos dedas vedzaxi :|
ki ar mogwons,magram dzalian sayvarlad wuwuneeb :):))))
21/5/09 14:47
გეწუწუნება და იწუწუნე...აი,მეც მაგ დღეში ვარ ჩემი დაძმის გადამკიდე.როგორ გვჩაგრავენ უმცროსებს.კომპი არასოდესაა თავისუფალი..
სოფ,არ მოიწყინოთქო,რამდენჯერ გითხრა,ყვალას უყვარხარ,უმფროსებსაც და უმცროსებსაც.ჩვენი მეგობრების დაძმები გაიხსენე.დარწმუნებული ვარ.ეჭვიც არ შეგეპაროს.
მტირალა smiliკი ,ნუუ ძალიან საყვარელია,შენსავით.აბა რა ვთქვა.მტირალა გენიოსიაო ხომ არ ვიტყვი,ან ნიჭიერი მტირალა smiliკი..ისე კომენტარში რომ იდებოდეს smiliკი კარგი იქნებოდა,ხომ არ იცი შეიძლება? :)))
23/5/09 00:38
რა ცუდია წუწუნების სია რომ არ დაიწერა, ბევრს ვიხალისებდი. გუდაურში გახსოვს, ნისლიდან დაწყებული, გაუკვალავი თოვლით დამთავრებული ყველაფერზე რომ წუწუნებდი?!
სოფო, ასაკს საერთო არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია არ იდიდო (დიდობა არ სცადო), თორემ უინტერესო და მოსაწყენი იქნები. მე მიყვარხარ, იმიტომ რომ საყვარელი, საზრიანი, ჭკვიანი და ნაკითხი 12 წლის გოგო ხარ.
შენს ბლოგს ყოველთვის ვკითხულობ ისე!
23/5/09 18:13
უფრო მეტად ამიჩუყდა გული.
ნათი,მაპატიე,სულ არ გამახსენდა შენი ამბავი,თბილი და ტკბილი ბებო გყავს,მომიკითხე და მოეფერე..
გიგაა....მადლობა. ღიმილების დადება კომენტში მხოლოდ ეხლა მოვსინჯე.არაფერი გამომივიდა.საიტებზე კი აქვს კომენტებს smiliკები,მაგრამ ბლოგებზე თუ კეთდება არ ვიცი.თუ რამე გავარკვიე,შეგატყობინებ :)
სოსო,გუდაურის დამწვრობა მოგონილია იმასთან,ახლა რომ გავწითლდი.ქება კი მიყვარს,მაგრამ მგონი გადააჭარბე. მე კი მეგონა აღარ გიყვარდი..
23/5/09 21:32
ertxel,orjer,samjer...:D :D :D kide kai rvamde ar axvedi,torem ketevani megonebodi :D :D
sofiii,shen ra echviani yofilxar..
me momwons sheni wuwuniiii
miyvarxar dzalian :))))))))
23/5/09 23:25
ნინიკო,მეც მიყვარხარ..
რამდენი სიყვარული მივიღე დღეს!!!
წუწუნი კარგად დავცადეეეეეეეეე :D:D
29/5/09 17:39
შემოვდივარ პერიოდულად ახალი პოსტი იყოს ეგებათქო, მაგრამ არა :(
კარგად ხარ იმედია. წერა არ შეწყვიტო რა, ჰა?!
29/5/09 20:19
სოსო,მართალი გითხრა,მეც სხვათაშორის შემოვიხედე,უფრო იმიტომ რომ შენს ბლოგზე გადმოვსულიყავი..
უამრავი მიზეზი მქონდა ვერაფერი მეწერა..
მაგრამ უახლოეს მომავალში გამოვაცხობ რამეს ლამაზს და გემრიელს..
შენთანაც ვეძებ რამეს (როგორც ყოველთვის)საინტერესოს.. :)